ერთი ბიჭი მიყვარდა!
ახალგაზრდა იყო ჩემი შეყვარებული, კეთილი და მშრომელი.. დილიდან საღამომდე მუშობდა, თავს არ ზოგავდა და ჰქონდა კიდეც იმდენი შემოსავალი, ცხოვრება რომ გაეტანა..
არ უჭირდა ჩემს შეყვარებულს..
არ უჭირდა, მაგრამ არც თავზე საყრელად ჰქონია ფული..
უბრალო ბიჭი იყო, ყველა აფასებდა მისი ადამიანობისა და შრომის გამო..
ყველას უყვარდა..
გაზაფხულობით, მთელ ტოტ იასამანს მომიტანდა ხოლმე ყოველდღე, ზაფხულში კი ჩემთვის გვირილების დასაკრეფად მთა-მთა შეეძლო წასულიყო..
ბედნიერი ვიყავი!
ზუსტად ვიცოდი რომ იქ ვიყავი, სადაც ჩემი ადგილი იყო, მაგრამ…
გათხოვების დრო დამიდგა, საქმრო უნდა ამერჩია…..
ძალიან მიყვარდა ჩემი შეყვარებული, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ…
“უბრალო მოხელის ცოლზე ბედნიერი, მდიდარი კაცის ცოლიაო” – მითხრეს..
ცხოვრებას გაგილამაზებს, ია-ვარდით მოგიფენს ბილიკებსო.. ეყვარები, შენც ნელ-ნელა შეგიყვარდება, სხვასთან ასეთი ბედნიერი ვერ იქნებიო..
იმდენად მჯეროდა – “ჩემს გარშემო თითქმის ყველას შეძლებული ქმარი ჰყავს და ბედნიერია, მე რატომ უნდა ვიყო უბედური თუ ამას გავაკეთებთქო”, რომ ვერც გავიგე როგორ გავთხოვდი..
პირველი წელი, ვფიქრობდი ახალი ოჯახია, ახალი მდგომარეობა და უბრალოდ შეჩვევა მიჭირსთქო..
მერე-ჩემს ცუდ ხასიათს, ხანაც ცუდ ამინდს ვაბრალებდი თავს ძალიან უბედურად, რომ ვგრძნობდი, მაგრამ… ბოლოს მივხვდი!
ჩემი შეყვარებული მენატრებოდა!
მეზიზღებოდა ქმართან ერთად ცხოვრება!
იმდენად მეზიზღებოდა, რომ ვიცოდი დილით უნდა დამენახა, ვოცნებობდი თვალთახედვა დამეკარგა, ოღონდ ერთი დილა მაინც გამთენებოდა მის გარეშე..
იმდენად უბედური ვიყავი, რომ საკუთარი თავის დაკარგვასაც ვიწყებდი, მაგრამ…!
ვერ წამოვიდოდი!
ბევრი მიზეზი მქონდა, რის გამოც ოჯახს ვერ დავანგრევდი..
ხალხი რას იტყოდა?!
წარმოგიდგენიათ, რას იტყოდნენ ჩემზე?!
კარგი ცხოვრება ვერ შეირგო, ალბათ ოჯახის ქალი არ იყოო..
ჩემი მშობლები?!
იმდენი დაუჯდათ ქორწილის გადახდა და მე ასე უბრალოდ დამენგრია ოჯახი?!
თანაც, სიმართლე, რომ გითხრათ, ყველაფრის თავიდან დაწყებაც ძალიან მაშინებდა..
თავს მარტოსულად ვგრძნობდი..
გვერდით არავინ მყავდა, ვინც მეტყოდა რა უნდა გამეკეთებინა, როგორ დამებრუნებინა დაკარგული ბედნიერება..
ასე ვაგრძელებდი ცხოვრებას უსიყვარულოდ, ძალით, სიძულვილით!
ბოლოს გავბედე!
ბევრი ფიქრისა და თეთრად გათენებული ღამეების შემდეგ მივხვდი, რომ სხვისი აზრისა და ენის გამო ვწირავდი საკუთარ ბედნიერებას და განქორწინება მოვითხოვე..
ჩემმა ქმარმა ძალიან მშვიდად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება..
მისმა ერთ-ერთმა ნათესავმა კი შემომითვალა თავიდანვე გეტყობოდა რა ქალიც იყავიო, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ სამყაროში არავინ იმსახურებდა იმას, რომ ჩემი ბედნიერება შემეწირა..
ვერ გავბედე სანატრელი სატრფოს მოძებნა, შემეშინდა იმ რეალობის წინაშე დადგომა, რაც სავარაუდოდ მელოდა..
ვფიქრობდი, ალბათ ახლა ცოლ-შვილი ჰყავს, ბედნიერია და ცხოვრებას ვერ ავურევთქო..
ასე გადიოდა წლები..
ვიყავი მარტო, მაგრამ ერთი წამითაც არ ვნანობდი საკუთარ საქციელს..
ნელ-ნელა წლების დარდი ჩემს ნაოჭებად გადაიქცა, ის გიშრისფერი თმა, ჩემი შეყვარებული გვირილებს, რომ მიწნიდა ხოლმე შიგნით, ჯერ ვერცხლისფერი გახდა, შემდეგ კი სულ მთლად გათეთრდა..
ბოლოს, ისევ თვითონ მოვიდა ჩემი სატრფო, ისევ თვითონ მომძებნა, მაგრამ…….
განშორების დღიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მელდა თურმე ჩემი შეყვარებული!
ბოლო წამსაც, ჩემი სურათი ედო თავთით, ჩემზე ლოცულობდა..
ახლა?!
მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვარ!
ყოველდღე ვსტუმრობ სატრფოს, ახლა მე მიმაქვს იასამნის ბუჩქები და საათობით ვესაუბრები, ვცდილობ დაკარგული წლები ასე დავიბრუნო..
ახლა მე მივდივარ მასთან გვირილებით ხელში, რადგან მაშინ, როდესაც არჩევანი ჩემსა და სხვის აზრს შორის უნდა გამეკეთებინა, მე სხვისი ავირჩიე!
ახლა, წლების შემდეგ, ვხვდები, რომ ბედნიერება ყოველთვის გარედან არ მოდის – ის ჩვენს შიგნით არის..
დღითიდღე ვსწავლობ საკუთარი თავის პატივისცემას და მიყვარს ის გზაც, რომელიც დღევანდელ დღემდე გავიარე..
ხანდახან ზუსტად ის რთული არჩევანია, უფრო ძლიერ და თავისუფალ ადამიანად რომ გვაქცევს..
სიყვარულით,