რა იქნებოდა..?!
ავტორი: მედი გუმბერიძე რამდენიმე წლის წინ, ერთმა ხანდაზმულმა მამაკაცმა ინტერვიუში თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი სინანული დაასახელა. ჟურნალისტი ელოდა, რომ ის განვლილ წლებზე, შეცდომებზე ან კარიერაზე ისაუბრებდა, მაგრამ კაცმა სულ სხვა რამ გაიხსენა… ახალგაზრდობაში გოგონა ჰყვარებია, რომელთანაც მეგობრობის მეტი არაფერი აკავშირებდა. ყოველდღე ხვდებოდა, საათობით ესაუბრებოდა, მაგრამ საკუთარი გრძნობების გამხელა არასდროს უცდია. ეშინოდა უარის, დაცინვის, მათი ურთიერთობის გაფუჭების, ან ვინ იცის… “ვერ გეტყვით, ვუყვარდი თუ არა,“ — თქვა მან. “შესაძლოა უარი ეთქვა” “წლები გავიდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ერთმა კითხვამ არ მომცა მოსვენება -…


