ავტორი: ნინო ირემაშვილი
უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და საცხოვრებლად თბილისში გადავედი, გარკვეული პერიოდი იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი..
ვისაც გამოუცდია, ან დაკვირვებია, იტალიურ ეზოებში განსხვავებული გარემოა, თავისებური ხიბლიც აქვს, და პლიუს-მინუსიც, როგორც სხვა ყველაფერს..
პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი და ვფიქრობ, იმ დროს განსხვავებულად ვაკვირდებოდი გარემოს..
ეზოში ბევრი რამ ხდებოდა.. ჩხუბიდან დაწყებული, ლხინით დამთავრებული.. ბავშვების სიმრავლით გამოირჩეოდა ჩვენი ეზო.. ასე დაახლოებვით 3 დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ და ხშირად თამაშობდნენ ეზოში..
ზოგადად დიდად არ მიყვარდა ხოლმე აივანზე ყოფნა და ზევიდან ეზოს ყურება, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ასე სხვის ცხოვრებაში თითქოს უფრო ზედმეტად ვერეოდი, თუმცა ხმები სულ ისმოდა, ვერაფერს გახდებოდი..
ზაფხულის პირის ერთ საღამოს შედარებით სასიამოვნო სიგრილე ტრიალებდა ჰაერში, ამიტომ აივანზე ვიდექი და ბავშვებს გადავყურებდი..
არასდროს დამავიწყდება ის დღე და მათი თამაში..
ვეცდები გადმოვცე ის, როგორც ბავშვები თამაშობდნენ..
ოჯახობანა-მასწავლებლობანას ნარევი იყო მათი თამაში.. შედარებით უფროსი ბავშვები ვინც იყვნენ, ისინი მშობლები იყვნენ, ხოლო დანარჩენები მათი შვილები.. თამაშში ბავშვები სახლში არიან და თამაშობენ, ამ დროს ისმის კარის გაღების ხმა, და დედა(ბავშვი) სასწრაფოდ იძახის:
– ჩქარა ბავშვებო დაიმალეთ მამა მოვიდა
შეშინებული ბავშვები გარბიან ვითომ იმალებიან.. ამ დროს მოდის მამა(ბავშვი), ფეხარეული, ვითომ ნასვამი და იწყებენ ჩხუბს.
მსგავსი სცენა მეორდება პედაგოგთანაც.. ბავშვები მივიდნენ გაკვეთილზე და პედაგოგი ბავშვი ყვირის:
– რასაც მე გეტყვით ის უნდა გააკეთოთ, მე თქვენი მასწავლებელი ვარ!
და თითის ქნევით და მბრძანებლური ტონით ხსნის გაკვეთილს დაფასთან..
საუბარი მაქვს 3 დან 7 წლამდე ბავშვებზე..
ბავშვებზე, რომელთაც ჯერ ფერადად უნდა ეჩვენებოდეთ სამყარო.. ვინც, ზღაპრულ და მაგიურ სამყაროში უნდა ცხოვრობნენ..
ამ მაგალითითით იქამდე მივდივარ, თუ როგორ აისახება ოჯახური მდგომარეობა და გარემო, ბავშვების მსოფლმხედველობაზე, მათ ქცევასა და ქმედებებზე..
ამ ბავშვების ოჯახებიდან ყოველთვის ისმოდა ჩხუბი.. 3-4 წლის ბავშს, თუ ოჯახური ცხოვრება მსგავსად წარმოუდგენია, რა დაემართებათ მათ, როდესაც გაიზრდებიან და რა მდგომარეობაში ექნებათ ფსიქიკა?!
ურთიერთობები რთული და ჩახლართულია, თუმცა ყველა ურთიერთობაში არის რაღაც, რაც ყველანაირ ზღვარს სცდება და არღვევს გარკვეულ ჩარჩოებს.. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს აღსაქმელად და გასაცნობიერებლად, მსგავსი ურთიერთობები, ტოქსიკური და არაჯანსაღი გარემო, პირდაპირპროპორციულია იმის, თუ როგორ გაიზრდებიან ბავშვები, და რა სახის გამოვლინება ექნება ამ ყველაფერს მათ ცხოვრებაში.. ოჯახსა და გარემოზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი თაობის, ჯანსაღი თაობის ჩამოყალიბება..
თუ ბავშვი დალაგებულ და მშვიდ გარემოში იზრდება, სადაც სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, ასეთივე სწორი ფსიქიკის, პრინციპებისა და შეხედულების თაობა გაიზრდება და ჩამოყალიბდება, რაც თავისთავად, ჯანსაღი საზოგადოებისა და ძლიერი ქვეყნის, მომავლის საწინდარია.. ხოლო თუ გარემო ტოქსიკურია, იგი ისევე წამლავს ბავშვს, მის შეხედულებებსა და მსოფლმხედველობას, როგორც საწამლავი ედება ადამიანის ორგანიზმს, ადრე თუ გვიან ერევა და კლავს, ასე კვდება საზოგადოებაც და მიექანება უფსკრულისკენ..
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოს შევქმნით ჩვენ ადამიანები.. როგორ ვეცდებით ურთიერთობებში სიყვარულის და ჰარმონიის დამკვიდრებას, რას მივცემთ მომავალს, რას ვანახებთ და ვაყურებინებთ, ახლოს თუ მოშორებით..
ჩვენ, თითოეული ადამიანი, ვიღაცის მაგალითი ვართ, ისე რომ ვერც კი წარმოგვიდგენია ეს!
ზოგი შეიძლება საკუთარ ოჯახში, ზოგს მეზობლის ბავშვი გვბაძავდეს, ზოგს სკოლაში მოსწავლე, ან უბრალოდ ქუჩაში გამვლელი.. ჩვენდაუნებურად ადამიანები ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს ქმედებებს, ემოციებსა და შეხედულებებს.. ჩვენი ხასიათი ჩვენს ქმედებებზე აისახება, ეს ქმედებები კი, საოცარი სისწრაფით გადაეცემა სხვა ადამიანებს, ისე რომ ვერც კი ვამჩნევთ..
თითოეული ქცევა, მოძრაობა, მიმიკა, სიტყვა და აზრი რაღაცის მატარებელია, რაღაც მნიშვნელოვანის, რომელიც ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, რაღაც ახლის მიმცემია.. დადებითის ან უარყოფითის.. ჩვენ, ჩვენს გარემოცვას ვკვებავთ, და ასევე გარემოცვა გვკვებავს ჩვენ ურთიერთობებით..
თუ ჩვენ საკუთარ თავზე ვიმუშავებთ, რომ სწორი, ჯანსაღი და სიყვარულით სავსე ურთიერთობები გავცეთ, რომ ერთმანეთს დახმარების ხელი, მამოტივირებელი ძალა და სიტყვები გადავცეთ, ეს ჩვენს გარემოცვაზეც აისახება.. პატარა ნაბიჯებს შეუძლია ძლიერი ბიძგები და გარდასახვა გამოიწვიოს, მთავარია უმოძრაოდ არ გავჩერდეთ ან უკანსვლა არ დავიწყოთ!
ამიტომ, ვიმოძრაოთ, მცირე ნაბიჯებიც მნიშვნელოვანია, მთელი მონდომებით და დიდი სიყვარულით ვიმოქმედოთ გარემოზე..
ჩვენს ერთ ღიმილიან ნაბიჯს შეუძლია ვიღაცის ცხოვრება შეცვალოს დადებითისკენ..
ნინო 🫶🏻