ბედნიერი ხარ?

ბედნიერი ხარ?

ყველა ადამიანს საკუთარი ინდივიდუალური უცნაურობები გვახასიათებს.. 
ჩვენი ემოციები და შეხედულებები, ცოდნა და დამოკიდებულებები განსხვავებულია..
სწორედ ამის საფუძველზე ვქმნით ახალ ურთიერთობებს და წარვმართავთ მათ..

ხანდახან კი ადამიანების გარკვეულ ნაწილს არასწორად ესმის ან უბრალოდ არასწორად იციან როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობა..

ჩემი დაკვირვებით, სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვები ისეთ ოჯახებში არიან გაზრდილები, სადაც სულ ჩხუბია, ისეთი ოჯახებია სადაც ყვილი ნორმაა..
გარშემო უამრავი ოჯახია, სადაც ეჭვიანობა, ქალის სახლიდან არ გაშვება მიღებულია, სადაც ქალმა ქმარს უნდა ჰკითხოს სადმე წავიდეს თუ არა, სადაც ცოლმა ქმარი სულ უნდა აკონტროლოს სად არის და რას აკეთებს,  სადაც ადამიანების დიდ ნაწილს პირადი სივრცე არ გააჩნიათ, მათ აზრს კი ოჯახში მნიშვნელობას არ ანიჭებენ..
ასეთი ოჯახებიდან გამოდიან ბავშვები, ვინც არ იციან როგორია სწორი ურთიერთობა და ასე, ჯაჭვურად არასწორი ურთიერთობები არასწორ ურთიერთობებს შობს..

ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი ჭია ეჭვიანობაა, დაავადება, რომელიც აუცილებლად გაგაუბედურებს, თუ დროულად არ უშველე თავს..
ეჭვიანობა ნამდვილად დაავადებაა, რომელიც მგონია, რომ არც ინკურნება..
ამიტომ კარგად დაფიქრდი, მხოლოდ იმ იმედით ნუ იქნები, რომ ეჭვიანობა გადაივლის..

ხანდახან ადამიანებს არ სურთ გაიაზრონ ის ჭრილობები, რომელიც ურთიერთობას ახლავს თან, ეჩვევიან და ბუნებრივად იღებენ.. 

გსმენიათ რაიმე მანიპულაციაზე?
ურთიერთობის კიდევ ერთი საშინელი დაავადება..
მანიპულაციაა ისიც, რომ ადამიანი რაიმეს “გთხოვს” და უარყოფით პასუხს არც კი განიხილავს..
მანიპულაცია ბევრნაირი შეიძლება იყოს და ძალიან მარტივ ქმედებებშიც კი იმალებოდეს, ისე რომ შემჩნევა რთული იყოს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც აღიარება გიჭირს და დანახვა არ გინდა..

წამით შეჩერდი და საკუთარ თავს ჰკითხე ყველაფერი რიგზეა თუ არა?

ჰკითხე საკუთარ თავს –
ბედნიერი ხარ?
კმაყოფილი ხარ?
რა გინდა  ცხოვრებისგან რომ მიიღო?

გამიხარდება თუ დადებითი იქნება პასუხები შენს კითხვებზე, თუმცა, თუ საკუთარ თავს გამოუტყდები, რომ ურთიერთობაში რაიმე პრობლემაა, რომ შენი მეორე ნახევარი ეჭვიანია, ან ხშირად ცდილობს მანიპულაციას, მაშინ გაიქეცი რაც შეიძლება სწრაფად და უკან აღარ მიიხედო..

აუცილებელია პირველ რიგში საკუთარ თავს სცე პატივი..
დამიჯერე თუ არ გაქვს ჯანსაღი ურთიერთობა, მხოლოდ შენს თავს კი არ ვნებ ამ ურთიერთობაში ყოფნით, არამედ შენს გარემოცვას.. მათ შორის, პირველ რიგში შენს შვილებს..

ხშირად გამიგია ადამიანებისგან – “წავიდოდი მაგრამ შვილების ხათრით არ ვანგრევ ოჯახს”, სწორედ შვილების ხათრით უნდა გაერიდოთ მსგავს ურთიერთოდებს და გაარიდოთ თქვენი შვილებიც, რადგან ასწავლოთ, თუ როგორ იყვნენ ძლიერები, როგორ იცხოვრონ სწორად, რომ თავი არ დაუხარონ ადამიანებს, რომლებიც მათ მართვას ცდილობენ.. როგორ ებრძოლონ მანიპულაციას და ეჭვიანობას, როგორ განვითარდნენ და შექმნან სწორი, ჯანსაღი ურთიერთობები..
ასწავლეთ როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება ისე, რომ პატივი სცენ საკუთარ თავს, ემოციებს, გრძნობებს და სურვილებს, და ამასთან, პატივი სცენ სხვებს და სხვების ემოციებს..
პატივი სცენ სხვა ადამიანების პირად სივრცეს და არ შეეშინდეთ მარტო და დამოუკიდებლად მოაგვარონ საკუთარი პრობლემები ცხოვრებაში..

საერთოდაც აუცილებელია ურთიერთობებში, ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთის თავისუფლებას, თავისუფალ ნებას და პირად სივრცეს.. მაშინაც კი, როდესაც საქმე მეორე ნახევარს ეხება.. პირადი სივრცის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის გაზიარება და მიღება და ჯანსაღი კომუნიკაცია ვფიქრობ ჯანსაღი, ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის საწინდარია.. 

არაუშავრს თუ ხანდახან ცალ-ცალკე გახვალთ მეგობრებთან გასართობად.. 
არაუშავრს, თუ ცალკე მოინდომებთ ყავის დალევას და ფიქრს..
არაუშავრს თუ მარტო გაისეირნებთ.. ან უბრალოდ მარტო შეხვალთ კაფეში, როგორც მანამდე ვიდრე უერთიერთობაში იქნებოდით..

თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ, რომლებსაც გაქვთ სრული უფლება გააკეთოთ ის რაც გინდათ, და მოიქცეთ ისე, როგორც გინდათ..
დანაშაული არ არის გქონდეთ საკუთარი პირადი სივრცე, სურვილები, აზრი და ემოციები..
პირიქით ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს.. 

ადამიანებო მიეცით  თავს უფლება იყოთ ბედნიერები,  იცხოვრეთ არა მხოლოდ სხვისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის..

სიყვარულით,
ნინო ირემაშვილი 🫶🏻