გავა წლები..

გავა წლები..
ავტორი: მედი გუმბერიძე

ერთი ან ორი კი არა, ბევრი წელი გავა, მაგრამ ის, რაც შენი ცქერისას აღმოვაჩინე აღარსად შემხვდება..

გავა ხუთი, ათი, ოცდაათი წელიც კი, გავა და შენს ადგილს სხვა დაიკავებს.. გულს მას მივცემ, ვინც მთელი არსებით მეყვარება.. მის გვერდით ვიქნები, ვინც გრძნობაზე მსგავსად მიპასუხებს, მაგრამ ბევრი წლის შემდეგ, შვილებს თუ არა, შვილიშვილებს მაინც მოვუყვები შენზე.. 

შვილებს თუ არა, შვილიშვილებს ვეტყვი, რომ პირველი სიყვარული, მეტად პატარა ასაკში ვიგემე.. თუმცა, ჩემი ტრფობის ამბავს დაწვრილებით თუ ვუამბობ, შეიძლება აკვიატებასა და დამოკიდებულებაში ჩამითვალონ..
დაე იყოს ისე, როგორც მათ ენდომებათ..

მე ხომ ვიცი, რომ ჩემი სიცოცხლე შენს მზისფერ თვალებშია.. მე ხომ ვიცი, რომ როცა შენ გხედავ, ზაფხული მოდის, არემარე მწვანდება, მზე ამოდის.. სხვა როგორ გაიგებს ამას?! სხვა როგორ გამიგებს?

საკუთარ თავს მუდამ ვეკითხები: ”რომ გითხრა დაანებეთქო – მომისმენ?” “რომ გითხრა არ ღირსთქო – დამიჯერებ?” “სხვა იპოვნეთქო რომ გირჩიო, წახვალ მოსაძებნად?” აი ზუსტად ეგაა პრობლემა!ზუსტად ეგ.. ვერ განებებ, ვერ გთმობ, სხვას ახლოსაც ვერ ვუშვებ და რატომ?!

ადამიანი რაღაცას რომ აკეთებ, ან ვერ აკეთებ, ხომ უნდა ჰქონდეს მიზეზი?!
ამას არ აქვს! არ აქვს, იმიტომ, რომ ეს დამპალი ჭია გღრღნის შიგნიდან.. იმიტომ, რომ სხვის სითბოს შენი სიცივე მირჩევნია! სხვის დაგებულ ბუმბულის ბილიკს, შენს ეკლიან გზაზე სიარული მირჩევნია! რატომ?! იმიტომ, რომ ადამიანი იმდენად სულელია, რომ უთხრეს ამ ხიდან არ შეჭამოო, სწორედ იმ ხიდან აიღო ვაშლი და შენი აზრით სიყვარულში არ გააკეთებდა იგივეს?! ყველაზე დიდი საშინელება იცი რა არის? როცა გინდა ეს ყველაფერი ვიღაცას დააბრალო (თუნდაც საკუთარ თავს) მაგრამ ხვდები, რომ აქ არავინ არაა დამნაშავე, ან პირიქით – ყველა დამნაშავეა!

მაგრამ…

გავა დრო — და შენც ისწავლი.. ისწავლი გაზაფხულის მოსვლას სხვანაირად.. მიხვდები, რომ სამყაროში რაღაცები სულ ჩვენთან რჩება, მაგრამ გრძნობა იცვლის ფორმას (ან სახელს).. ერთ დღესაც ვიღაცას გაიცნობ.. ერთ დღესაც შენი გაზაფხული სხვაგან მოვა და შენც სხვაგვარად დაიწყებ ყვავილობას.. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაივიწყებ — უბრალოდ, აღარ გეტკინება..

ერთ დღესაც მიხვდები, რომ სიყვარული მხოლოდ ტკივილი არ არის.. რომ შეგიძლია ისევ გიყვარდეს ისე, რომ არ დაგანგრიოს, არ დაგშალოს.. და მაშინ, როცა საკუთარ თავს შეეგუები, როცა შენს სიჩუმეში სიმშვიდეს მოძებნი, ზუსტად მაშინ შეხვდები მას, ვინც შენს თვალებში მზეს დაინახავს..

იმ დღეს ზუსტად იგრძნობ, რომ გადარჩი.. ცოცხალი ხარ! გიყვარს! ბედნიერი ხარ! და მიხვდები — ყოველი ბნელი ღამის ბოლოს მზე აუცილებლად ამოვა!

სიყვარულით,
მედი🌸