დანტეს და ბეატრიჩეს „ღვთაებრივი კომედია“

დანტეს და ბეატრიჩეს „ღვთაებრივი კომედია“
ავტორი: ნინო კიზირია

დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ შუა საუკუნეების ლიტერატურის უნიკალური ნამუშევარია, რომელიც არა მხოლოდ ზნეობრივ იდეალებს, არამედ სიყვარულის უკვდავ ძალას განადიდებს.

დანტეს ცხოვრებაში ეს სიყვარული განასახიერა ბეატრიჩე პორტინარიმ – ქალმა, რომელიც პოეტისთვის სიწმინდის, ზეციური მშვენიერებისა და მარადიული შთაგონების სიმბოლოდ იქცა.

დანტესა და ბეატრიჩეს ისტორია ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო..
დანტე ალიგიერი, მხოლოდ ორჯერ შეხვდა ბეატრიჩეს.. პირველი შეხვედრისას, ის მხოლოდ ცხრა წლის იყო.. მან პირველად იხილა ბეატრიჩე და სამუდამოდ მოიხიბლა მისი სილამაზითა და სათნოებით.. დანტე, ერთი ნახვით სიყვარულმა მოიცვა და გონებაში გაიგონა: „აი, ახლა გამოჩნდა შენი ნეტარება“..

იმ წიგნში, რომელიც ჩემი მეხსიერებაა
პირველ გვერდზე, ის თავია, როცა პირველად შეგხვდი
ჩნდება სიტყვები
“აქ იწყება ახალი ცხოვრება!”
– დანტე ალიგიერი

დანტე ხშირად დადიოდა ისეთ ადგილებში, სადაც იცოდა ბეატრიჩეს თვალს მოჰკრავდა, თუმცა მათ შორის საუბარი მხოლოდ ცხრა წლის შემდგომ შედგა.. დანტემ ის თეთრებში ჩაცმული შენიშნა.. მოსეირნობდა ფლორენციის ქუჩაზე, ორი უფროსი ქალის თანხლებით.. ბეატრიჩე შებრუნდა და მიესალმა… მის ჩანაწერებში ვკითხულობთ – “როდესაც ზუსტად ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს მადლიანი არსება პირველად ვიხილე, ის კვლავ გამოჩნდა ჩემს წინაშე, სუფთა, თეთრებში ჩაცმული, მან თვალები მომაპყრო, მე შიშით და კანკალით ვიდექი, და მისი უთქმელი თავაზიანობით, რომელიც ახლა ვიცი, დამკვიდრებულია მარადიულ სასუფეველში, მომესალმა..”
შვიდი წლის შემდეგ, ბეატრიჩე გარდაიცვალა..

მათი ურთიერთობა არასდროს გადასულა მეგობრობის ან სიყვარულის მიწიერ დონეზე – ეს იყო სულიერი კავშირი, რომელიც დანტეს მთელ ცხოვრებასა და შემოქმედებას განსაზღვრავდა.. ბეატრიჩე მისთვის მხოლოდ ქალი არ ყოფილა, ის სულიერი სრულყოფილების განსახიერება იყო, რომელიც ღმერთთან და მარადიულ სინათლესთან აკავშირებდა.. მის ჩანაწერებში ვკითხულობთ – “მისი სასწაულებრივი მოკითხვის იმედით ვგრძნობდი, რომ მტერი არ მყავდა მსოფლიოში. მართლაც, მე ვბრწყინავდი ქველმოქმედების ალით, რამაც მიბიძგა მეპატიებინა ყველასთვის, ვინც ოდესმე გულს მატკენდა; და თუ იმ მომენტში ვინმე მკითხავდა მიზეზს, ჩემი ერთადერთი პასუხი იქნებოდა: „სიყვარული“, თავმდაბლობით შემოსილი სახით.”

ამ ორმა შეხვედრამ და ერთმა მისალმებამ შთააგონა ის, შეექმნა ყველაზე კაშკაშა პოეზია და ქრისტიანული ტრადიციის, ყველაზე ღრმა სულიერი გამოსახულება..

„სიყვარულია ის, რაც ამოძრავებს მზეს, მთვარეს და სხვა ვარსკვლავებს“ – დანტე ალიგიერი

დანტემ გააცნობიერა, რომ ბეატრიჩეს მიერ, მასში გამოწვეულმა სიყვარულმა, მოიზიდა და დაამკვიდრა ღმერთი მის ცხოვრებაში.. განახლებული, გამოსყიდული სიცოცხლე, რომელიც საბოლოოდ სიყვარულშია გამოვლენილი!

„ღვთაებრივ კომედიაში“ კი ბეატრიჩე თამაშობს სულიერი გზამკვლევის როლს..
ის ჩნდება სამოთხის ნაწილში და დანტეს ცოდვის ტვირთისაგან გათავისუფლებაში ეხმარება.. ბეატრიჩეს სახე სიმბოლურია – იგი გამოხატავს სიწმინდეს, სილამაზესა და ზეციურ სიყვარულს, რომელიც ადამიანის სულს, ცოდვის სიბნელიდან ამაღლებს.. მისი ხმა და მზერა არა მხოლოდ დანტეს, არამედ მკითხველსაც სთავაზობს ზეციური სიხარულის ჭვრეტას..

ბეატრიჩეს გარეშე „ღვთაებრივი კომედია“ ვერ იქნებოდა სულიერი ამაღლების ეპოპეა..
ის დანტესთვის იყო იმედი, შთაგონება და რწმენა, რომ სიყვარული არ არის მხოლოდ პირადი გრძნობა, არამედ ღვთაებრივი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანის სული მარადისობისკენ მიმართოს.. ის არის სიმბოლო იმისა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანს სულიერად ამაღლებს, წმენდს და ღმერთთან აკავშირებს.. და გვახსენებს, რომ სიყვარული არ არის უბრალოდ გრძნობა, არამედ ძალაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების აზრს, სულიერ შვებას და მარადიულ ღირებულებებს აძლევს..

ბეატრიჩე ამ სიყვარულის მარადიული სიმბოლოა – სიწმინდის, იდეალურობისა და ღვთაებრივი სინათლის მატარებელი, რომელიც არა მხოლოდ დანტეს, არამედ მთელი სამყაროსთვის რჩება უკვდავ შთაგონებად!

სიყვარულით,
ნინო🌸