როდესაც მხოლოდ ქართულ ენაზე საუბრობ და ხვდები ადამიანს, რომელიც ასევე მხოლოდ თავის ენაზე, მაგალითად ჩინურად, საუბრობს, ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ იზღუდება.. ასეთ დროს ხელების, ჟესტებისა და მიმიკების მოშველიება გვიწევს, რომ მარტივი აზრი გამოვხატოთ.. კავშირს ვამყარებთ, მაგრამ…
სიყვარულის სფეროშიც ასეა.. შენი სიყვარულის ემოციური ენა, შენი მეორე ნახევრის ენისგან, ისე შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც ქართული და ჩინური.. გამოვხატავთ სიყვარულს, მაგრამ ადრესატს მისი გაგება უჭირს..
წყვილებს შორის, საფუძვლიანი პრობლემა, ძალიან ხშირად, სწორედ ამ განსხვავებული სიყვარულის ენით საუბარში იბადება.. არსებობს გრძნობის გამომხატველი ხუთი ძირითადი ენა, ხუთი ხერხი, იმისთვის, რომ ადამიანმა ემოციური სიყვარული გამოხატოს, თავისი სხვას გაუზიაროს და სხვამ თავისი თქვას..
წყვილის ურთიერთობაში, მხოლოდ გულწრფელობა საკმარისი არ არის.. ჩვევაში გვაქვს ჩვენთვის გასაგებ ენაზე ლაპარაკი, ამიტომ ვიბნევით, როდესაც ჩვენს მეორე ნახევარს არ ესმის რას ვეუბნებით.. და პირიქითაც.. თუ გინდა სიყვარულში გულწრფელი კომუნიკაცია დაამყარო, შენი მეორე ნახევრის სიყვარულის ენა უნდა ისწავლო.. თუ გინდა მას შენი გრძნობები გააგებინო, ეს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გამოხატო..
როცა შეყვარებული ხარ სხვა რამეზე ფიქრი რთულია.. ცხოვრებას ვარდისფრად ვხედავთ, ვუშვებთ ჩხუბს და გაუგებრობებს, მაგრამ თან არ ვუშვებთ მის სერიოზულობას, რადგან ვამბობთ, რომ ასეთი რაღაცეები ჩვენ არ შეგვეხება, რადგან, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.. ზუსტად ვიცით გულწრფელად ვილაპარაკებთ, რომელიმე ჩვენგანი რამეს დათმობს და უთანხმოებაც მარტივად მოგვარდება..
ვეჩვევით ფიქრს, რომ თუ მართლა გიყვარს, სიყვარული არასდროს დასრულდება, რადგან ეს სიყვარული ყველაზე დიდი რამაა რაც კი ოდესმე განგიცდია.. თუმცა, გადის დრო და დრო ამ რომანტიკულ სიყვარულს რუტინით და გულისწყრომით ანაცვლებს.. ასეთ სამყაროში, ერთ სიტყვას ან გამოხედვას შეუძლია ტკივილის მოყენება.. ასეთ რეალობაში, ნელ-ნელა იფანტება შეყვარებულობის ეიფორია და პირადი სურვილები, განცდები და ქცევები იწევს წინა პლანზე.. დაკარგული ეგო ბრუნდება და სწორედ აქ, ამ მომენტში წყდება ურთიერთობა, ან, იჩენს თავს ის ნამდვილი სიყვარული, რომელიც არჩევანს და ემოციას აერთიანებს, და პიროვნულ ზრდას საჭიროებს..
ნამდვილი სიყვარული, საკუთარი ენერგიის სხვის სასიკეთოდ გამოყენების არჩევანია! გააზრებულად, აკვიატების გარეშე და შეყვარებულობის ეიფორიის მიღმა, რეალურ სამყაროში..
ამიტომ გვსურს ისეთ პიროვნებასთან ვიყოთ ნამდვილი სიყვარულის გაზიარებაში, ვინც ამ რეალურ სამყაროში ხედავს ჩვენს ღირსებებს და ნაკლოვანებებს, და ჩვენ გვირჩევს..
ასეთ სიყვარულის მდგომარეობაში, როდესაც ცალმხრივი კი არა, ურთიერთგანცდილი და გააზრებულია ეს ყველაფერი, შეყვარებულობის მარადიულობა დელუზიურობას კარგავს და რეალობად იქცევა..
ამის გააზრებისას დგება მომენტი, როდესაც სიღრმისეულად უნდა ვაცნობიერებდეთ, ჩვენი და ჩვენი მეორე ნახევრის სიყვარულის ენებს.. რომელ ენაზე გავიგებთ ჩვენ მისგან გამოხატულ სიყვარულს, და პირიქით, მას რომელი ენა ესმის ყველაზე გასაგებად..
ეს აუცილებელია, რადგან, როდესაც ყოველდღიურ რუტინასა და სხვა საქმეებში თავით გადაშვებულებს, ჩვენთვის ემოციურად გასაგებ ენაზე სიყვარულის მიღების სურვილი გვიჩნდება და ვერ ვიკმაყოფილებთ ამ შინაგან მოთხოვნილებას, მაშინ გვეფინება სევდა, ვიწყებთ კრიტიკას და ვირევით ემოციებში.. ისინიც ზუსტად ასე იქცევიან.
თოთოეულ ჩვენგანს ჩვენებური აღქმა გვაქვს მოვლენების.. ფიქრი და ლაპარაკი უფრო მეტად ეხერხებათ ადამიანებს, ვიდრე მოსმენა.. მოსმენის სწავლა, რთული პროცესია, თუმცა აუცილებელი! იმისათვის, რომ სიყვარული სწორად გავცეთ.. იმისათვის, რომ მივხვდეთ რომელი სიყვარულის ენაა ჩვენი მეორე ნახევრისთვის ემოციურ დონეზე ყველაზე გასაგები..
ასე, შევძლებთ ჩვენი მეორე ნახევრის სიყვარულის სასმისის შევსებას იმ ყოველდღიურ უინტერესო რუტინაში, რასაც დრო მოიტანს, შემდეგ, კი, თქვენს მისდამი სიყვარულში დარწმუნებული, აღარც სამყაროს შეხედავს ნაცრისფერ ფერებში და თავისი პოტენციალის სრულად ათვისებასაც მკაფიოდ შეეცდება..
სწორედ ამიტომ ამბობენ სიყვარული არჩევანია და ძალისხმევას მოითხოვსო.. ძალისხმევას პიროვნულ ზრდაში იმ სიყვარულის სასარგებლოდ, რომელმაც წლების წინ თქვენი გულები აანთო და ერთმანეთის ცხოვრების გზას დაუკავშირა.. სხვადასხვა ადამიანები ვართ, ამიტომაც, სხვადასხვა მოლოდინები და მიდგომები გვაქვს.. მნიშვნელოვნადაც სხვადასხვა რამეები მიგვაჩნია.. თუმცა, როდესაც სიყვარულის მიღების მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია წყვილში, დრო და სხვა გარეფაქტორები მას ვერაფერს დააკლებს..
შენი, ან შენი მეორე ნახევრის სიყვარულის ენის აღმოსაჩენად, შეგიძლია ეწვიო ბმულს 🤍
გისურვებთ მარადიულ სიყვარულს!
სოფიო ტაბატაძე 🌸