რა უდრის კეთილდღეობას?!

რა უდრის კეთილდღეობას?!

რა უდრის კეთილდღეობას?
… ყოველდღიურ ცხოვრებაში მცირე გამოვლინებებით “ნაგრძნობი” სიყვარული..
ეს, ზიტა ორავეჩ და ტიმოთი ბრიკმა, John Templeton Foundation-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევების შედეგად, მეცნიერულადაც დაგვიდასტურეს..

აი ასე..
ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ის ადამიანები, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში, მეტად იღებენ სიყვარულის-მცირე-გამოვლინებებს მათ მიმართ,  ე.წ. “გრძნობად სიყვარულს” – ჰქონდათ მნიშვნელოვნად მაღალი დონის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებელი, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ამ ყოველდღიურ გამოვლინებებში დაბალი ქულები აჩვენა.

ამასთან დაადგინეს, რომ მაღალ ქულიან ადამიანებში, მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმთან ერთად, ექსტრავერტული ხასიათიც მეტად გამოიხატებოდა, ვიდრე დაბალ ქულიან ადამიანებში, ისინი უფრო ხშირად აჩვენებდნენ ნევროტიზმის ნიშნებს.

”ყოველდღიურად “ნაგრძნობი სიყვარული” კონცეპტუალურად ბევრად უფრო ფართეა, ვიდრე რომანტიული სიყვარული. ეს არის ის მცირე მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც რეზონანსში მოდიხართ ვინმესთან და აღიქვამთ ამას, როგორც სიყვარულის შეგრძნებას” – ზიტა ორავეჩი.

ერთი თვის განმავლობაში, 200-ზე მეტი სუბიექტისგან, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ინფორმაციის შეგროვებამ შექმნა მონაცემი, რომლითაც, მკვეთრად გამოიხატა, იმ სუბიექტების საბაზისო მაჩვენებლის ზრდა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება, რომელთაც სიყვარულის მცირე გამოვლინებების და კავშირების, ძლიერი ყოველდღიური გამოცდილება მიიღეს..

”ეს არის იმის ნათელი მაგალითი, რაც მაინდფულნესის შესახებ ლიტერატურაში წაგვიკითხავს! როდესაც ადამიანებს ახსენებენ ყურადღების ფოკუსირებას პოზიტიურ მოვლენებზე, მათი საერთო ცნობიერება, ასეთი პოზიტიური საკითხების მიმართ, იწყებს ზრდას”, – ამბობს ორავეჩი. “ამასთან, მხოლოდ “გრძნობადი სიყვარულის” ყოველდღიურ მომენტებზე ყურადღების მიქცევით, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ჩვენი ცნობიერება, სიყვარულის საერთო პოზიტიურ ასპექტებზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში..” 

კვლევის ერთ-ერთ ნაწილში, გუნდმა გამოიყენა სმარტფონების ტექნოლოგია..
მონაწილეები, მთელი დღის განმავლობაში იღებდნენ რამდენიმე, შემთხვევით – ყურადღების, მზრუნველობის, სიყვარულის გამომხატველ შეტყობინებებს..

“ამ შეტყობინებების შემთხვევით გაგზავნა მთელი დღის განმავლობაში, გადამწყვეტი იყო მოლოდინის მიკერძოების შესაძლო შედეგების სამართავად” – ამბობს ტიმოთი ბრიკი, ”ეს მნიშვნელოვანია კვლევის თვალსაზრისით, რადგან, თუ მონაწილეები ელიან ზარს ან შეტყობინებას დღის გარკვეულ მონაკვეთში, ისინი აღარ რეაგირებენ იმაზე, რაც ხდება მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ელიან მოწოდებას და შემდეგ რეაგირებენ ამ მოლოდინზე“

ასეთი, მოულოდნელი შეხსენებების დაგზავნა მონაწილეების სმარტფონზე, შესაძლებლობას აძლევდა მათ ყურადღება მიეპყროთ იმ სიყვარულზე, რომელსაც ისინი განიცდიდნენ, შეტყობინების მოულოდნელად მიღების მომენტში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ამაღლებაში გამოისახა..

კვლევის ეს ნაწილი, მისი სიმარტივიდან გამომდინარე, ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელი აღმოჩნდა, რადგან სანაცვლოდ ასეთი დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლია…
გამოდის, რომ ჩვენი მოულოდნელი სიყვარულის და მზრუნველობის გამომხატველი მესიჯები, უმარტივესად მოხერხებადი რამდენიმე კეთილი სიტყვა, შეიძლება ჩვენი ადრესატის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მთავარი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს?! დიახ..
ერთმანეთის მიმართ, მოულოდნელი, მცირედი სიყვარულის გამოვლინებებით, მარტივად შეგვიძლია ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ.. 

სიყვარულით, 
სოფიო ტაბატაძე 🌸