რა ფაზებს გავდივართ ახალი წამოწყებების დროს? 🎢

რა ფაზებს გავდივართ ახალი წამოწყებების დროს? 🎢

ოცნებებს და კონკრეტულ სურვილებს, თუ დავანებებთ თავს, რომელთა მიღებაზეც ხშირად გვიოცნებია, არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა მიზნები, რომელთა მისაღწევ გზაზე სიარულისას ხშირად ვკარგავთ მოტივაციას.. უკან ვიხევთ, ვიბნევით, სვლას ვანელებთ ან საერთოდაც ვაჩერებთ.. არადა გვჭირდება.. აუცილებლად მისაღწევი მიზანია, იმისათვის, რომ სხვა, ახალი გზები გადაიშალოს ჩვენს ცხოვრებაში.. თურმე, როდესაც ჩვენში იღვიძებს განწყობა, ახალი იდეა, ახალი მიზანი, რისი მიღწევაც გვსურს.. ერთი სიტყვით, ყოველი ახალი წამოწყებისას, გასავლელ გზაზე, ავტომატურად ეწყობა ხუთი ძირითადი ეტაპი – ფაზა, რომელსაც, ნებისმიერი გარემოებების მიუხედავად აუცილებლად გაივლის ადამიანი… ამ ფაზების გასავლელად, კი გზაზე მიმავალს, უდრეკი მოტივაცია, მოთმინება, ძალისხმევა და რწმენა გჭირდება, რომ აუცილებლად მოახერხებ და გაივლი ამ გზას, რომ სასურველ მიზნამდე აუცილებლად მიხვალ.. უნდა გახსოვდეს ყოველთვის და ყველგან, რომ ყველაფერი მიღწევადია, თუ მისკენ მიმავალი გზის გასავლელად შინაგანად მზად ხარ!

  • პირველი ფაზა – რომელსაც აუცილებლად გაივლი, არის აღტაცების ფაზა.. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი მოტივაცია მაღალ საფეხურზე დგას! ფიზიკურადაც და მენტალურადაც აღიქვამ შენს თავში იმ ძალას, რომელიც ყველაფერს შეგაძლებინებს..
  • მეორე ფაზა – რომელსაც, ასევე აუცილებლად გაივლი, არის წარუმატებლობის ფაზა, როდესაც გხვდება დაბრკოლებები და შენი მოტივაცია ვარდება, შენს ფიქრებს ერევა ეჭვები, გადადგმულ ნაბიჯებში მხოლოდ წარუმატებლობას ხედავ, ძალა გელევა.
  • მესამე ფაზა – არის კრიზისის ფაზა, როდესაც შიშები გერევა, თავდაჯერებულობა გამქრალია, მოტივაცია, კი სრულად განულებული. ჩაბეჭდილი ნეგატიური რწმენები გებრძვის და დეპრესიისკენაც წარმატებით მიგაქროლებს..
  • მეოთხე ფაზა – ეს არის გამოთიშვის ან გარღვევის ფაზა, როდესაც იწყებ ფიქრს, რომ ეს წამოწყება შენთვის არ არის და ეთიშები.. ან აცნობიერებ, რომ შედეგების მისაღწევად დრო და მონდომება გჭირდება, ხვდები, რომ ყველაფერი გადალახვადია, როდესაც სურვილი ძლიერია.. ამ ფაზაში ცნობიერი მიდგომაა მთავარი.
  • მეხუთე ფაზა – იგივე შედეგების ფაზა, როდესაც მეოთხე ფაზაში გამოთიშვას, წინსვლა და დაბრკოლებების გადალახვა ამჯობინე, ძალისხმევას არ იშურებ და დიდი ნებისყოფით და მოტივაციით მიიწევ წინ, შესაბამისად სასურველი გარემოებაც დგება..

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენი ფიქრების, ოცნებების და მიზნების ვიზუალურად დანახვა შესაძლებელი ხდება, ამ გარემოებას რაღაცნაირი სხვანაირი ჯადოსნობა ახასიათებს.. ამიტომაც აუცილებლად უნდა შეიქმნას სურვილების რუკა! ამ დროს ტვინიდან ფურცელზე გადმოგაქვს და ფიზიკურად ხელშესახებს ხდი იმ აბსტრაქციულ იდეას, რომელსაც რეალობად გარდაქმნის შანსებს უზრდი.. შეფასებაც ობიექტური ხდება.. იხვეწება, სტრატეგია ერთვება და საბოლოოდ თვალნათლივ ხედავ რუკას, ყველა იმ აუცილებელი “დანიშნულების ადგილის” მითითებით, რისი გავლაც აუცილებლად გიწევს სურილების ასასრულებლად მიმავალ გზაზე.

ამ პროცესს და ფურცელს, ჩვენ დავარქვით “სურვილების რუკა”, საერთაშორისო ენაზე მას VISION BOARD-ის სახელით იცნობენ.

სურვილებისკენ სავალი გზის დასაორგანიზებელი პროცესის შესამსუბუქებლად და ამ მოგზაურობაში წასასვლელად მოსამზადებელი დროის შესამცირებლად შევიმუშავეთ სურვილების რუკის ნიმუში, პირდაპირ შესავსები გრაფებით.. მას ჩვენს RESET: ნაკრებში აღმოაჩენ.

გისურვებთ სურვილების ასრულებას!!

სოფიო ტაბატაძე 🤍