საიდან დაიწყო სასიყვარულო ისტორიები?
ალბათ იქიდან საიდანაც ადამიანი დაიბადა ამ სამყაროში, შეუყვარდა და ამ სიყვარულის ამბის თხრობა დაიწყო.. თუმცა, ჩვენთვის ხელშესახები და წასაკითხად მარტივი ისტორიები სიყვარულზე შუა საუკუნეებიდან მოდის..
მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები, ხელოვნების შედევრები და ლეგენდები შექმნილა, რომლის ინსპირაციის წყაროც იმ დროის სასიყვარულო ისტორიები, თუ ტრადიციები და ამ ისტორიის გმირები იყვნენ..
ყოველი დროის ნაწარმოები ერთმანეთისგან განსხვავებულია, რადგან თავის მხრივ აღწერენ იმ საუკუნის ყოფას, როცა ისინი იქმნებოდნენ, ტრადიციულ ურთიერთობებს, გმირებს, ურთიერთობების ტიპებს, და სხვა..
ახლა მივყვეთ, რომელ საუკუნეებში, როგორი რომანტიკული ლიტერატურები იქმნებოდა?
მე-11 და მე-15 საუკუნეების ნაწარმოებებში ვხვდებით ისტორიებს რაინდობისა, გაჭირვებაში მყოფი ქალწულის შესახებ, რაინდის გმირულ ქმედებებს და თავგადასავლებს.. შუა საუკუნეების რომანტიკული ისტორიები პოეტური ფორმით იწერებოდა..
რენესანსულ მე-16 საუკუნის რომანებში, ისტორიები უფრო მეტად ჰუმანიზმზე და ინდივიდზე იყო ორიენტირებული თავისი სიყვარულის ისტორიებით.. ამ პერიოდში შეიქმნა ჩვენთვის ცნობილი უილიამ შექსპირის პიესა „რომეო და ჯულიეტა“.. რენესანსის ეპოქა საინტერესოა ასევე ხელოვნების ნიმუშებით, რომელსაც საფუძვლად სასიყვარულო ისტორიები უდევს..
მე-18 საუკუნის რომანები უფრო მეტად სენტიმენტალურია, რადგან აქ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სასიყვარულო ისტორიების გმირების ემოციები და გრძნობების მკაფიოდ გამოხატვა..
მე-19 საუკუნეში გოთურმა რომანტიკამ დაიკავა ადგილი.. გოთური რომანის ნაწარმოებებში მეტად ჭარბობს კონფლიქტური, დაძაბული სცენები და მათთან შერწყმულია ვნებიანი სიყვარული, რომანტიკა.. მე-19 საუკუნეში ასევე ვხვდებით ვიქტორიანულ რომანებს, სადაც მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები და ახალ ეპოქაში სიყვარულის პოვნის სირთულეები..
მე-20 საუკუნის დასაწყისში რომანტიული ჟანრი უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა და იწყება თანამედროვე რომანტიკის ეპოქა.. ასევე, პოპულარული გახდა სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენთეზი რომანები..
უახლესი თანამედროვე რომანები 21-ე საუკუნისაა, სადაც მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა მეტადაა მოცული.. თანამედროვე რომანებში ასახულია ამჟამინდელი გარემოებები, რეალობა და ნორმები, რომლებსაც ადამიანი განიცდის თანამედროვე სასიყვარულო ცხოვრებაში.. თანამედროვე რომანის უდიდესი ევოლუციაა ინკლუზიურობა და მრავალფეროვნების ზრდა.. იკვლევს სხვადასხვა წარმომავლობისა და კულტურის მქონე პიროვნებებს, აქტუალურ სოციალურ საკითხებს..
მაგ. – ფსიქიკური ჯანმრთელობა ურთიერთობებში:
თანამედროვე ლიტერატურა ზრდის ცნობიერებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია თანამედროვე საზოგადოებაში.. რომანტიკული ისტორიები იკვლევს დეპრესიის და შფოთვის გავლენას სასიყვარულო ურთიერთობებზე..
თანამედროვე რომანებში არ არის მხოლოდ სასიყვარულო ისტორიები და ურთიერთობის სცენები, ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით პიროვნების ცხოვრებისეულ მიღწევებს, პიროვნულ თვისებებს და ინდივიდის პიროვნულ განვითარებას.. როგორ შეიძლება შეიცვალოს ინდივიდის პიროვნული თვისებები ურთიერთობაში? რამდენად ახდენს გავლენას ურთიერთობები ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე და ა.შ.
რომელი ეპოქისაც არ უნდა იყოს, ხშირად ვადარებთ ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს და მათ სასიყვარულო ისტორიებს საკუთარ თავს, თვისებებს და ურთიერთობებს.. ზოგჯერ ლამაზ, ზღაპრულ ურთიერთობებს გვიხატავს წარმოსახვაში, ზოგჯერ კი ურთიერთობებში არსებულ ქარიშხალში ვეხვევით.. ქარიშხალი, სირთულეები, რომელიც ხშირად ახლავს ჩვენს ურთიერთობებსაც..
დღევანდელი ჩემი სტატია ლიტერატურული რომანების ეპოქებს დავუთმე.. შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ ამ ეპოქების საინტერესო სასიყვარულო ისტორიებს და ნაწარმოებებს..
სიყვარულით,
ანუკი მამუკაშვილი