ავტორი: სოფიო ტაბატაძე
ვფიქრობდი, რატომ არ შეიძლება, ნაძვის ხე, რომელიც ახალი წლის მთავარი ატრიბუტია, გამოვიყენოთ სიყვარულისა და ურთიერთობების გასაძლიერებელ ინსტრუმენტადთქო?
მოვიკვლიე და გადავაწყდი ფენ შუის მიხედვით შესანიშნავ რჩევებს, რომელსაც დიდი სიყვარულით გაგიზიარებთ..
ყველაფერს თავის მნიშვნელობა ჰქონია.. რომელ ოთახში დავდგავთ, რომელ კედელთან, რა ფერებში მოვრთავთ.. ისიც კი შეიძლება, სხვადასხვა ფურცლებზე ჩამოწერილი საახალწლო სურვილები, ნატვრის ხესავით მივაბათ..
პირველი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ, არის, რომ ნაძვის ხე აუცილებლად უნდა დაიდგას მისაღებ ოთახში!
მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად – მოერიდეთ ნაძვის ხის ოთახის ცენტრში განთავსებას! როგორც სახლის გული, ცენტრი უნდა იყოს ღია და დაბალანსებული (ისევე, როგორც ჩვენი გულები).. ნაძვის ხის ცენტრში განთავსებამ შესაძლოა დაბლოკოს ენერგიის ბუნებრივი ნაკადი და დაარღვიოს ჰარმონია ურთიერთობებში..
მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, კი ის არის, რომ – მოერიდეთ ჩრდილოეთს! ჩრდილოეთი წარმოადგენს კარიერას და ცხოვრების გზას, რომელსაც მართავს წყლის ელემენტი.. მშვენიერია პროფესიული ზრდისთვის, მაგრამ რომანტიული ენერგიის გასაძლიერებლად, უმჯობესია ყურადღება, ოთახის სხვა სივრცეებზე გაამახვილოთ..
მორთეთ ვარდისფერ და მწვანე ფერებში!
ვარდისფერი ხელს უწყობს სიყვარულს და სითბოს, მწვანე კი აკავშირებს მათ ხის (ხის გველის წელი მოდის) ელემენტთან.. ხელს უწყობს ზრდას და სიცოცხლისუნარიანობას ურთიერთობებში!
დაამატეთ ნაძვის ხეზე გულის ფორმის ორნამენტები ან სხვა სიყვარულის სიმბოლოები! და გამოიყენეთ თბილი, რბილი განათება..
მოკლედ დავიწყოთ:
- რომანტიული ურთიერთობებისთვის – თქვენი ნაძვის ხისთვის საუკეთესო მდებარეობა, მისაღები ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კედელია.. ის მართავს მიწის ელემენტს და წარმოადგენს რომანტიულ სიყვარულს, ქორწინებას და პარტნიორობას..
ფენ შუის მიხედვით, სამხრეთ-დასავლეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომანტიული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ინტიმური ურთიერთობის შესაქმნელად და წყვილებისთვის ჰარმონიული სივრცის შესაქმნელად.. - აქტიური ოჯახური ურთიერთობებისთვის – თქვენი ნაძვის ხისთვის საუკეთესო მდებარეობა, მისაღები ოთახის დასავლეთ კედელია.. ის მართავს მეტალის ელემენტს, რომელიც დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან, ბავშვებთან და ჰარმონიულ ოჯახურ ცხოვრებასთან.. მიუხედავად იმისა, რომ მეტალი და ხე (ხის გველის წელი) ბუნებრივად არ აწონასწორებენ ერთმანეთს, მაინც შესაძლებელია, რომ დასავლეთ კედელი კარგი აღმოჩნდეს, თუ ოჯახის წევრებთან კავშირის განვითარებას ცდილობთ, ან, თუ, თქვენს ურთიერთობებში, ყურადღებას ამახვილებთ კრეატიულობის ზრდაზე, როგორც მეუღლესთან, პარტნიორთან, ასევე ბავშვებთან..
- ოჯახური ჰარმონიისთვის – თქვენი ნაძვის ხისთვის საუკეთესო მდებარეობა, მისაღები ოთახის აღმოსავლეთ კედელია.. ის მართავს ხის ელემენტს და ასოცირდება ჯანმრთელობასთან და ოჯახთან.. ეს შესანიშნავი ადგილია ოჯახის ერთიანობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.. ხის ენერგია ხელს უწყობს ზრდას და განვითარებას ოჯახურ ურთიერთობებში.. ჯანსაღ ურთიერთობებს.. შეუძლია მოიტანოს სტაბილურობა და ემოციური კავშირების გაღრმავება.. ამიტომ იდეალური ადგილია სიყვარულის და ჰარმონიის გასაძლიერებლად თქვენს ოჯახში.. ნაძვის ხის აქ განთავსება შეიძლება იყოს თქვენი ურთიერთობის ზრდის და სიმწიფის სიმბოლო..
თუ გაითვალისწინებთ ფენ შუის რჩევებს, თან პატარა ფურცლებზე ჩამოწერთ სურვილებს სიყვარულით, და მიაბავთ საახალწლო ნაძვის ხეზე, მარტივად შეძლებთ აქციოთ ის – პირად სიყვარულის ხედ! სურვილების ასრულების ხედ.. რადგან სიყვარულის ენერგიებით სავსე გარემო, ყოველთვის სიყვარულითვე გვპასუხობს!
სიყვარულით,
სოფა 🌸
P.S. თუ არ დაგეზარებათ, გულის ფორმის საახალწლო ორცხობილები დააცხვეთ და ზევიდან ვარდისფერი კრემით მორთეთ!
დიდი კულინარი არც მე ვარ, ამიტომ ერთ მარტივ რეცეპტს გაგიზიარებთ:
250 გრ ფქვილი
90 გრ შაქრის პუდრი
2 ს.კ. თაფლი
125 გრ. კარაქი
1 ც. კვერცხი
2 ს.კ. დარიჩინი
აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და ერთის საათით დაასვენეთ ცომი მაცივარში.. შემდეგ მიეცით სასურველი ფორმები და გამოაცხვეთ ღუმელში 200 გრადუსზე, 8-10 წუთის განმავლობაში..
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ 🌸