ავტორი: ნინო კიზირია
სიყვარული, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მივისწრაფით, ხშირად იწყება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად დავეძებთ – საკუთარ თავში..
ჩვენ ხშირად ვეძებთ სიყვარულს და აღიარებას სხვებისგან, მაგრამ, სანამ ამას მივაღწევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – საკუთარ თავთან ურთიერთობის ჩამოყალიბებაა..
სანამ საკუთარ თავს არ გავიცნობთ და მივიღებთ, სიყვარული სხვების მიმართ არასრულყოფილი იქნება..
როცა არ გვიყვარს ჩვენი ნაკლოვანებები, სისუსტეები და შეცდომები, ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ნამდვილ სიყვარულს, რომელსაც სხვები გვთავაზობენ..
- საკუთარი თავის სიყვარული
ეს მხოლოდ საკუთარი თავის პატივისცემას ან მოწონებას არ ნიშნავს, ეს არის გაცნობიერება, რომ შენ ხარ ისეთი, როგორიც ხარ, და ეს საკმარისია.. საკუთარი თავის სიყვარული არის სიმშვიდე, რომელიც ჩნდება, როდესაც საკუთარ ნაკლს, თუ სიძლიერეს, ტკივილს, თუ სიხარულს, შეცდომებს, თუ გამარჯვებებს, აფასებ და იღებ..
ხშირად ვცდილობთ, მოვიპოვოთ სიყვარული და აღიარება სხვებისგან, გვგონია, რომ ჩვენი წარმატება, მხოლოდ სხვა ადამიანების შეფასებებზეა დამოკიდებული.. თუმცა, ყველაზე დიდი და ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაც და შეფასებაც, ისაა, რომელიც შიგნიდან მოგვდის.. სწორედ ამ პროცესში გვიყვარდება საკუთარი თავი..
მშვიდობა საკუთარ თავში
მშვიდობის პოვნა, საკუთარ თავში სიღრმეში ჩასვლით, ის პირველადი ნაბიჯია, რომელიც ყველა სხვა ემოციის ფუნდამენტს ქმნის! საკუთარი თავის სრულად მიღება, გვაძლევს საშუალებას დავუბრუნდეთ ჩვენს არსს – ადგილს, სადაც ვგრძნობთ სითბოს და დაცულობას.. ყოველგვარი შიშის და სირცხვილის გარეშე.. საკუთარ თავთან შეთანხმება გვაძლიერებს და გვათავისუფლებს იმ მოლოდინებისგან, რომლებიც ჯერ ჩვენ დავუწესეთ გაუცნობიერებლად ჩვენს თავს, შემდეგ კი სხვებმა დაგვიწესეს..
- ურთიერთობების ბუნება
საკუთარი თავის მიღებით, ჩვენს ურთიერთობებს, უფრო ბუნებრივი და ღრმა ხასიათი ეძლევა.. სიყვარულიც სწორედ აქ იწყება.. შინაგან სიღრმეებში მოპოვებულ სიმშვიდეში.. ის, რაც ადრე შიშით იყო სავსე, ხდება მშვიდი და დგება ღრმა კავშირი.. ჩვენი შიდა მდგომარეობა განსაზღვრავს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან კავშირს.. გულწრფელს და ერთგულს..
სიყვარული და ზრდა
ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ზრდის პროცესს მოიცავს.. საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის განვითარება ნიშნავს, ვაძლევდეთ თავს უფლებას შევცვალოთ ის, და გავამდიდროთ ჩვენი შინაგანი სამყარო..
როცა საკუთარი შეცდომებს, ცხოვრების გაკვეთილად ვხედავთ და არა სისუსტედ, უფრო მარტივად ვახერხებთ წინსვლას! ზრდის პროცესში პატარ-პატარა ნაბიჯები გვიჩვენებს, რომ თითოეული დღე გვაძლევს შესაძლებლობას ვიპოვოთ ახალი გზა, საკუთარი თავის სიყვარულისკენ..
ბუნება, როგორც სიყვარულის მასწავლებელი
მინდა დავამატო, რომ ბუნება ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა სიყვარულისთვის.. როგორ უცვლელად და ღრმად გვიყვარს ზღვა, მთა, ხე ან ყვავილი – მაშინაც კი, როდესაც მათ ნაკლოვანებებს ვამჩნევთ.. სამყარო გვახსენებს, რომ სრულყოფილება არ არსებობს, და რომ, სწორედ ამ არასრულყოფილებაშია ნამდვილი, ინდივიდუალური და უნიკალური სილამაზე..
თუ ბუნების ამ მაგალითს მივბაძავთ, დავინახავთ, რომ საკუთარი თავის მიღება და სიყვარული ბუნებრივი მდგომარეობაა.. როცა მზის ჩასვლას ვაკვირდებით ან წვიმის სურნელს ვსუნთქავთ, გვახსენდება, რომ ცხოვრება მშვენიერია, და ჩვენ – მისი განუყოფელი ნაწილი – უბრალოდ ასეთი ვართ, როგორებიც ვართ..
- საკუთარი თავის ნამდვილი მიღება
საკუთარი თავის სიყვარული არ მოითხოვს სრულყოფას.. ის მოითხოვს გულწრფელობას.. თუ საკუთარ თავს სწორად მივიღებთ, მაშინ სიყვარულს უფრო ღრმად ვიგრძნობთ და სხვებსაც გავუზიარებთ.. როცა ეგოიზმის ბადეში არ ვართ ჩაკეტილნი, ჩვენ ვაძლიერებთ სიყვარულის ძალას, შემდეგ კი, ამ ძალითვე ვალამაზებთ იმ გარემოს, სადაც დავიარებით ცხოვრების გზაზე..
სიყვარულის ძალის გაზიარება
საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა და სიყვარული, საერთოდაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გვყავდეს ფოკუსში.. პირიქით, ეს გვაძლევს ძალას, სიყვარული სხვებსაც გადავცეთ.. სხვებსაც ვაჩუქოთ ის თბილი ენერგია, რასაც თავად განვიცდით..
ამ გზით ჩვენ ვხდებით ადამიანების მხარდამჭერები, შთამაგონებლები და მეგობრები, რომლებიც ნამდვილ გრძნობებს უზიარებენ გარშემომყოფებს..
ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცხოვრებაში.. ეს პროცესი თვალწინ გვიხსნის სამყაროს სილამაზეს და გვანახებს, ნამდვილი თავისუფლების არსს.. რაც უფრო ვიღებთ საკუთარ თავს, მით უფრო ღრმა და მდიდარი, ამასთან თავისუფალი ხდება ჩვენი ურთიერთობები სამყაროსთანაც და გარშემომყოფებთანაც..
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: სიყვარული არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც ვხვდებით, არამედ მთელი სამყაროსთვის.. და სანამ ეს ძალა ჩვენს გულში ანთია, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სინათლის სხივი სხვებისთვის..
სიყვარული იწყება შენით, მაგრამ მის ძალას საზღვრები არ აქვს!
ნინო 🌸