ალბათ, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს ხოლმე ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც ბუნდოვანი ხდება ის, თუ სად მიდის ჩემი ცხოვრების გზა, რას ვემსახურები.. ვისთვის ვარ ვარგისი ან პირიქით…
ასეთ დროს, ფიქრებმა შეიძლება ისე შემიყოლიოს და ისეთი დინების კალაპოტში ამომახრჩოს, რომელიც უიმედობის ჩანჩქერში მიექანება..
გქონიათ ამ ჩიხში შესულთ ნიავის დაბერვასავით თითქოს არსაიდან მომწყდარი სასიამოვნო შეგრნება? დაახლოებით გულის მიდამოდან შემოსული ზედ გონებაში ამოდის და ყოველგვარ სასოწარკვეთილებას, ეჭვებსა და შავ ლაქებს ავსებს და აშუშებს..
სულ მიჩნდებოდა კითხვა რა არის ეს შეგრძნება, რომელიც გადაჩეხილს ზედ მეცხრე ცაზე აგიტაცებს და მოკუპრულ ცას გაგისხივოსნებს.. ეს ხომ შეგრნებაა, რომელიც ყველაზე ცუდ მდგომარებოაშიც კი ახერხებს შენს გაცოცხლებას და მყისიერ მარადიულ ბედნიერებაში გადაგდებას..
ამ მდგომარეობას ხელოვანები მუზას ეძახიან, ზოგისთვის ეს შთაგონებაა.. ზოგისთვის კი მადლის გარდამოსვლა..
ხშირად მქონია მომენტი, როდესაც გზად მიმავალს ან რაიმე ყოფითი საქმის კეთებისას აღვსილვარ ამ უცნაური ძალით და ენერგიით..
იცით როგორი შეგრძნებაა?
აი, რაიმე დიდ საჩუქარს, რომ გაგიკეთებენ და გული გევსება ბედნიერებით..
დაახლოებით იმდაგვარი, თუმცა დიდი განსხვავებით..
იმ ყოფითი სიხარულის დროს იცი, რომ ეს ბედნიერება ლიმიტირებულია და ცდილობ ჩაებღაუჭო, დაიტოვო შენთვის, გაიხანგრძლივო მდგომარეობა, ხოლო ეს არსაიდან მობერილი ენერგია, იმ რამოდენიმე წამში გავსებს სამუდამო ტკბობით.. ანუ, იმ წამებში ხარ რაღაც მარადიულში.. იცი, რომ ის სადღაც მუდმივი მდგომარეობაა, რომელიც შენ სულ რამოდენიმე წამით გაგეხსნა და ბედნიერების სისავსის რწმენა დაგიბრუნა..
ასეთ მომენტებში იმხელა სიყვარულით მევსება ჩემი სხეულის ყველა უჯრედი და იმდენად მეასეხარიახოვანი ხდება ერთი წამის წინ გულს მოწოლილი საფიქრალი, მოუსვენარი ბავშვივით მინდა ყველა გამვლელს ჩავეხუტო და ეს ენერგია გავუზიარო..
შეუძლებელია სავსე ჭიქიდან წყალი არ გადმოდინდეს..
წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ადამიანს ღვთისგან ჩადებული აქვს სამოთხის ნეტარების მახსოვრობა, სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენ ხანაც გაცნობიერებულად და ხანაც ბრმად ვეძებთ მასთან მიახლოვებულ გრძნობას..
მისი აღქმა და სწრაფვა ყველა ჩვენგანში სხვადასხვაგვარია..
იქნებ სწორედ ამიტომ ვქმნით ოჯახებს?
იქნებ სწორედ ამ მადლის, ან თუ გსურთ, დადებითი ენერგიის წყალობაა სიყვარული..
სამოთხეში ხომ სიყვარულის მსგავსი კიდევ 95 გრძნობა ეხსნება ადამიანს..
სიტყვამ შორს რომ არ გაგვიტაცოს, მივდივართ იმ კითხვამდე:
ამ ენერგიის მობერვისას სად არის ადამიანის ნება?
ზღვარი სავალდებულოსა და თავისუფალ ნებას შორის?
იქნებ სწორედ აქ ხდება ადამიანური და ღვთიური ნების გადაკვეთა, რომლის ერთობასაც სინერგია ეწოდება?
სინერგია, რომელსაც შეუძლია ადამიანი აქციოს დიდი სიყვარულის აპოლოგეტად..
სინერგია, რომლის ძალითაც შესაძლებელია ფიზიკურ-ქიმიური დებულებებისა და კანონების დათრგუნვა..
იქნებ სწორედ ეს იყო ქრისტეს განკაცების დედა აზრი.. ეჩვენებინა ამ უდიდესი კავშირის მაგალითი, დაემსხვრია ყველა ჩარჩო, ბორკილი..
ეჩვენებინა თავისუფლების ნამდვილი სახე..
ჩემი რწმენით, ჩემი ცხოვრების გზის სწორი მიმართულება სწორედ სინერგიისკენ სწრაფვაა.. სიყვარული ამ გზის შესამოკლებლად ყველაზე მოხერხებული იარაღია, რადგან სიყვარულია ის, რაც თრგუნავს ყველა იმ უარყოფით წამონაზარდს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს გახდეს სუფთა ენერგიის გამტარი!
სიყვარულით,
ანი ხარაძე 🫶🏻