მე ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და მივხვდი, რომ ჩემი სამყაროს ცენტრი შენ კი არა, თავად მე ვარ!
ახლა ვიღაც შემედავება და მეტყვის, სულ იმას გვიჩიჩინებ, ნამდვილი სიყვარული ისაა, ადამიანი უსაზღვროდ რომ გიყვარს და ყველაფერს გირჩევნიაო, რაზეც დაგეთანხმებით, მაგრამ იმაშიც ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ არცერთი გრძნობა არ ღირს საკუთარი თავის ფასად!
მერწმუნეთ, სიყვარული ის კი არ არის, ჭრილობებს რომ გაყენებს, გშლის, განადგურებს, არამედ ისაა, რომელიც გვერდში გიდგას, მხარს გიჭერს, დაცემულს ფეხზე გაყენებს..
“მე შენ მიყვარხარ!” რა ლამაზად ჟღერს არა?! სწორედ ასეთი ლამაზი უნდა იყოს ამ გრძნობის შედეგიც..
როცა გიყვარს, თვალები უნდა გიბრწყინავდეს, სახე გინათებდეს, სიცოცხლე გიხაროდეს!
როცა გიყვარს ბედნიერი უნდა იყო!
აბა, ისაა ჭეშმარიტი სიყვარული, ჩაცვენილი თვალებითა და გატეხილი გულით დღესა და ღამეს ტირილში რომ ასწორებ?!
დამიჯერე, ასეთ გრძნობაში რაღაც შეცდომაა!
როდესაც, შენი ყოველი დღე ცრემლით იწყება, დარდითა და სევდითაა სავსე, უნდა მიხვდე, რომ არასწორ ადგილას ხარ და სწრაფად გაეცალო იქაურობას!
სიყვარული კი არ გაშორებს საყვარელ ადამიანებსა და საქმეს, არამედ ხელს გიწყობს რომ იყო წარმატებული, ბედნიერი, ლაღი!
ასეა, თუ ისე, როდესაც ადამიანი შეყვარებულია, ავიწყდება საკუთარი თავი..
ხშირად მსმენია აზრი, თითქოს ამ გრძნობისთვის ყველაფრის დათმობა აუცილებელია, მაგრამ სინამდვილეში, ნამდვილი სიყვარული არ გთხოვს, რომ საკუთარი თავი დაკარგო, დათმო!
პირიქით, გეხმარება რომ გახდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია!
სიყვარული ადამიანისთვის უნდა იყოს წარმატებისა და ბედნიერებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯის სტიმული და არა ტვირთი, რომელსაც მუდმივი სევდა და ტკივილი მოაქვს..
თუ გრძნობა მუდმივად ანგრევს შენს შინაგან სამყაროს, განადგურებს, გშლის, მაშინ დროა, რომ დაფიქრდე! რას მოგცემს ასეთი ურთიერთობა?! როცა პარტნიორი არ გაძლევს ზრდისა და განვითარების საშუალებას, გამოსავალი ერთია – უნდა გაიქცე!
ნამდვილი სიყვარული არ გულისხმობს მხოლოდ სარგებელის გაცემას, ის უნდა გაძლევდეს ძალას, გატკბობდეს ყოველდღიური მომენტებით და გიხსნიდეს ახალ ჰორიზონტებს..
თუ ამ გრძნობაში საკუთარი თავი დაკარგე, ეს უკვე დამოკიდებულებაა, მავნე ჩვევაა, შეცდომაა, რომელიც დროულად უნდა დაასრულო, რათა იპოვო თავისუფლება, სიხარული და საბოლოოდ-ნამდვილი სიყვარული..
გახსოვდეს, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს გაიძულებს რაიმეს და განსაკუთრებით საკუთარი თავის დათმობას!
თუ გრძნობ, რომ სიყვარულის სახელით გძირავენ, საკუთარ პიროვნებასთან გაშორებენ – დროა ნაბიჯი გადადგა!
იყავი მამაცი – არ შეგეშინდეს ყველაფრის თავიდან დაწყების!
შენ იმსახურებ სიყვარულს, რომელიც დაგაფასებს, გაგაძლიერებს და გაჩვენებს, თუ რამდენად ლამაზია სამყარო ამ გრძნობასთან ერთად!
შენ იმსახურებ ბედნიერებას!
ტკივილი არ არის ამ გრძნობის ნიშანი!
გახსოვდეს, შენი სამყაროს ცენტრი – თავად ხარ!
მედი გუმბერიძე 🌸