ავტორი: ანი ხარაძე
რამოდენიმე ხნის წინ, ერთი ფსიქოლოგის ინტერვიუს ვუსმენდი.. მისი თქმით, წარსულის გახსენებით, ჩვენ ვაცოცხლებთ ძველ მოვლენებს.. ისინი ქმედითი ხდებიან სწორედ მოგონებებში ქექვის დროს, ამიტომ საჭიროა წარსული, წარსულშივე დავტოვოთ.. ჩემმა გონებამ გაანალიზა და ერთი შეხედვით მიიღო კიდეც ეს თეორია..
მტკიცედ გადავწყვიტე წარსულისაკენ აღარც კი გამეხედა, მაგრამ..
მაგრამ, მას შემდეგ დაიწყო, ის რთული დღეები, ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც ღვარცოფივით მოაგელვა ახლობელი ადამიანებისგან გულსატკენი სიტყვები..
თითქოს ვეცადე, გულის კარი არ მომეხურა ჩემი საყვარელი პიროვნებებისთვის, რომლებიც სხვა აზრზე იყვნენ და მაქილიკებდნენ, მაგრამ, აბა რომელი მამა აბრაამის ბატკანი მე ვარ?! ჩემს გულშიც შემოაღწია ეგოს საცეცებმა..
თავს დამეყარა უამრავი წვეტიანი აზრი, თუ შეხედულება, როგორებიც არის: მე ხომ სწორი ვარ? ჩემი სიმართლე, ხომ უფრო სიმართლეა? როგორ შეეხნენ ჩემს მეს… და ა.შ..
სწორედ მაშინ გადავწყვიტე წარსულის პანდორას ყუთის გაახსნა..
ყველა ის ადამიანი, რომელიც ძვირფასი იყო ჩემთვის, სწორედ იმ წარსულის უწყვეტი ჯაჭვით იყო დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშორებული..
სანამ რაიმე ცუდს გავიფიქრებდი მათზე, ჯერ წარსულის მოგონებები გავაცოცხლე და გული სიყვარულით ავივსე..
ამ მეთოდმა საკმაოდ გამიმარტივა ადამიანებისადმი უცვლელი დამოკიდებულების შენარჩუნება…
სიყვარული ხომ არჩევანია.. გიყვარდეს ან არ გიყვარდეს..
ჩაებღაუჭო ყველა უმცირეს მიზეზს, რომ სამყაროს მისი თვალითაც უცქირო..
ეს არის არჩევანი, ჩაყვინთო წარსულის ოკეანეში, იმ მოგონებების ამოსაქექად, რომელიც ზოგჯერ რთული მოსაძებნიც კი არის..
რა გამოდის? ადამიანი მისი რთული აგებულებით, სულ მუდამ შრომობს, ირჯება იმისთვის რომ სწორად იცხოვროს.. სწორად, ანუ სიყვარულით..
ჩვენი თითოეული აზრი, თუ ფიქრი, გადის გულის საცერს, რომელიც დიდი რუდუნების შედეგად ერთგვარ ავტომოპასუხესავით იწყებს ფუნქციონირებას.. ეს ავტომოპასუხე ჩვენი მეს და სურვილების მიხედვით ფორმირდება..
სწორად ფუნქციონირებადი აზრების ფილტრის პირობებში, გულში შემოსული ავი აზრი, ავტომატურად გადის შოკურ თერაპიას, გონება აყრის ყველა თბილ მოგონებას, მანამ სანამ ნეგატივი ბოლომდე არ დაითრგუნება..
თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ როდესაც ვინმეზე გაბრაზებული ვართ, ამ ბრაზს ვუმატებთ წარსულში ნაქექ ცუდ მოგონებებს.. ბოლოს, იმ დონემდეც კი შეიძლება მივიდეთ, რომ დავკარგოთ ადამიანი, რადგან წარსულის ნარჩენებში ცუდის მოქექვა ვარჩიეთ..
ჩვენი, როგორც შემდგარი ადამიანის ფორმირებისას, ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან გვაქვს.. გვიყვარდეს და სხვებისთვისაც ვიყოთ საყვარელნი, სწორედ ეს არის მთელი ცხოვრების დედა აზრი!
სიყვარულით,
ანი🌸