მზის ჩასვლისას, როდესაც ცა იშლება, თითქოს ყველაფერი ერთად ილექება..
სიჩუმე, რომელსაც არაფრის ხმა არღვევს, გრძნობების სიმძიმედ იქცევა..
სიყვარული ყოველთვის მარტივი არ არის.. ის მოდის და მიდის, გაგრძნობინებს შენი ცხოვრების ყველაზე ჭკვიანურ და უმოქმედო წამებს.. ის არა მხოლოდ ხელით გიჭერს, არამედ ეუფლება შენს აზრებს, გრძნობებს.. ის, თითქოს, ანათებს, მაგრამ შეიძლება გაანადგუროს ის, რაც შენთვის ყველაზე ფასეული იყო.. სწორედ ეს არის მისი ძალა.. ზოგჯერ, ის არ მოდის ისე, როგორც ველოდებით, მაგრამ ისე ძლიერია, ფიზიკურად გრძნობ, როგორ იჭრება შენში, როგორ ავსებს შენს გულსაც და სამყაროსაც, და არსებულ რეალობას, ახალ რეალობად აქცევს..
და მაშინ, როცა სიყვარულში იპოვი საკუთარ თავს, როცა ის მისწვდება შენს სულს ისე, რომ სხვა არაფერი აღარასდროს ენდომება, მაშინ იგრძნობ, რომ რაღაც ამოუცნობი ხდება.. სამყაროში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ვერ უგებენ, სიყვარული გიჩვენებს, რომ სიტყვები ამაოდ არიან.. მაგრამ სწორედ მისი უხილავი ძალა გიჩვენებს შენი გულის და სულის ყველაზე ნამდვილ ნაწილებს..
ჩემთვის სიყვარული ერთგვარი აღმოჩენაა.. ხშირად ვფიქრობ, რომ ის უფრო მეტად რაციონალურია, ვიდრე ვუწოდებთ.. სიყვარული არ მოითხოვს მიზეზს.. ის უბრალოდ არის! ის ემოციაა, რომელიც ისე მოქცეულია გრძნობებში, რომ ხელით ვერ შეეხები.. ბევრი გეუბნება, რომ სიყვარული ყველაფერია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სიყვარული არის ის, რასაც ჩვენ ვეძებთ, რაც გვეკარგება და რაც გვაშინებს..
ამიტომაც, მგონია, რომ სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად არსებობს.. ის არ არის მხოლოდ ერთი სახე, ერთი გრძნობა.. სიყვარული არსებობს, როგორც გადამალული მარგალიტი, რომელიც თავის დროზე გამოჩნდება.. მე ვხედავ სიყვარულს არა მხოლოდ ადამიანში, არამედ სამყაროში, ბუნებაში, ნებისმიერ ფორმაში, რადგან, როცა სიყვარულს ნახავ, შენ უკეთ იცნობ სამყაროსაც..
მახსოვს, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ სიყვარული მხოლოდ სხვაზე არ იყო დამოკიდებული.. ის იყო ჩემი თავი, ჩემი არჩევანი, ჩემი დამოკიდებულება.. ის იყო ჩემი გრძნობების გათავისუფლება, იმის შეგრძნება, რომ შევძლებდი იმას, რაც შეუძლებელი მეგონა.. სიყვარულის გაჩენით ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც დაუმთავრებელი შეგრძნება გაჩნდა, თითქოს იყო რამე, რისთვისაც ყოველთვის უნდა მებრძოლა, რომ არ დამეკარგა..
სიყვარულში არსად გაქცევა არ შეგიძლია.. შესაძლოა ის შეიცვალოს, შესაძლოა შენც შეიცვალო, მაგრამ ის არასდროს გაქრება.. თითქოს სიყვარული მხოლოდ მოლოდინია, რომელსაც რაღაც უხილავი ძალით მიყავხარ და უცებ აღმოაჩენ, რომ ის სრულიად სხვა რამეა, ვიდრე წარმოიდგენდი.. ბევრი ფიქრობს, რომ სიყვარული მხოლოდ ძლიერი ემოციაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის არის უფრო ღრმა – ის, ის ნაწილია ჩვენი არსების, რომელიც ყოველთვის იქ იყო, თუმცა ხშირად არ ვაღიარებთ მის არსებობას.. ბევრი დრო გავატარე იმის ძიებაში, თუ რა იყო სიყვარული და რატომ მივიღე ის, რაც ასე მინდოდა.. ვფიქრობ, ეს იყო საკუთარ თავში გაჩენილი ეჭვები, თავგადასავლები და მოგზაურობები, რომ ბოლოს ჩემს გულში ის ადგილი აღმომეჩინა, სადაც სიყვარული ნამდვილად არსებობდა..
სიყვარული ყოველთვის არ არის „უბრალო“, თუმცა მასში ყოველთვის არის რაღაც ჭეშმარიტი.. ხშირად ვამბობ, რომ სიყვარული არის სიჩუმე – ის ისეთი სიჩუმეა, რომელიც არ საჭიროებს სიტყვებს.. პირადად ჩემთვის, სიყვარული ყოველთვის იყო არაჩვეულებრივი მდგომარეობა, როცა გრძნობ, რომ სამყაროში მხოლოდ შენ და ის არსებობს.. ამ დროს, ყველა სხვა ხმა, ყველა სხვა გრძნობა, თითქოს ჩერდება და მხოლოდ ეს ემოცია მართავს ყველაფერს..
ისწავლე, რომ სიყვარული ყოველთვის არ გვჩუქნის იმ მოლოდინს, რასაც ჩვენი გონება ელის.. ამასთან ერთად, ვიცი, რომ ნებისმიერ სიყვარულში არსებობს ბრძოლა – არა მხოლოდ სხვა ადამიანთან, არამედ საკუთარ თავთანაც.. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ხდება ყველაფერი – ადამიანები მოდიან და მიდიან, დრო კი თავის როლს ასრულებს, სიყვარული მაინც იმ ადგილის როლს ასრულებს, სადაც დრო იკარგება და გრძნობები ცხოვრობენ.. სიყვარულში კი ყოველთვის არის შიში – შიში იმისა, რომ აღარ დარჩები საკმარისი, ან, რომ ყველაფერი არ იქნება, რაც გჭირდება.. მაგრამ სწორედ ეს შიშია, ალბათ, სიყვარულს კიდევ უფრო რომ აძლიერებს..
ნინო კიზირია 🌸