როგორია თქვენთვის იდეალური ურთიერთობები?
ალბათ, ფიქრობთ:
- მშვენიერ, ახლო, უწყვეტ კავშირს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან..
- ურთიერთობაზე, რომელიც ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და გრძელვადიან კავშირს საყვარელ ადამიანთან..
- ურთიერთობა, რომელიც გვაძლევს თავისუფლებას, ვიყოთ ის ვინც ვართ და ხელს შეუწყობს ჩვენს პიროვნულ ზრდას..
ხანგრძლივი ურთიერთობების წარმატება უმეტესად დამოკიდებულია ემოციური კავშირის ხარისხზე და ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ურთიერთდამოკიდებულება..
თუ ჩვენ გვყავს პარტნიორი, რომელთანაც ვპოულობთ მშვიდ, მყუდრო ადგილს და შეგვიძლია თავი ვიგრძნოთ დაცულად, მივიღოთ ჯანსაღი ემოციური მხარდაჭერა, ჩვენი საზღვრების და საჭიროებების გაწირვის გარეშე, ეს ცნობილია, როგორც ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა..
რა არის ურთიერთდამოკიდებულება?
ურთიერთდამოკიდებულება ურთიერთობების დინამიკის ტიპია, სადაც ორივე პარტნიორი აცნობიერებს მათი ემოციური კავშირის მნიშვნელობას, ამავე დროს გაცნობიერებული აქვთ საკუთარი იდენტობა, თუ ვინ არიან ისინი, როგორც ინდივიდები თავიანთი ურთიერთობების მიღმა..
როცა წყვილს შეუძლია იმის აღიარება, რომ ისინი არიან ორი მთლიანი ადამიანი, რომლებიც ავსებენ ერთმანეთს.. ეს არის ურთიერთდამოკიდებული ურთიერთობა! ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობაში პარტნიორებს შეუძლიათ მიმართონ ერთმანეთს ნებისმიერ დროს, თუნდაც არაფრისთვის..
გამოვყოთ ურთიერთდამოკიდებულების მახასიათებლები:
- მკაფიოდ განსაზღვრული, ჯანსაღი საზღვრების დადგენა პარტნიორებში და პატივისცემა;
- ჯანსაღი კომუნიკაციის უნარი;
- ჯანსაღი თვითშეფასების ქონა;
- უსაფრთხი, მშვიდი ურთიერთობა, სადაც თავს დაცულად გრძნობ;
- მაღალი პასუხისმგებლობის უნარი ჩვენი გრძნობების და ქცევების მიმართ;
- ჯანსაღი ემოციური კავშირი და ერთმანეთის ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;
- საკითხების ერთ გუნდად გადაჭრა, ნდობითა და მხარდაჭერით.
ჯანსაღი ურთიერთობისათვის მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ ურთიერთდამოკიდებულება და თანადამოკიდებულება!
თანადამოკიდებულია ურთიერთობა, თუ ერთი პარტნიორი განიცდის მიჯაჭვულობას მეორეზე.. მისი იდენტობა ორიენტირებულია სხვისთვის თავის განწირვაზე.. ის ბედნიერია, თუ კი სხვისი კმაყოფილებისთვის წირავს საკუთარ ინტერესებს, საჭიროებებს..
ინდივიდის კეთილდღეობა, თვითშეფასება დამოკიდებულია პარტნიორზე.. ამ სახის ურთიერთობაში თანასწორობა დარღვეულია!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ჩვენს მეგობრებზე და საყვარელ ადამიანებზე დამოკიდებული, თუმცა ამან შეიძლება ხელი შეუწყოს არაჯანსაღი ურთიერთობის განვითარებას, რომელიც გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:
- პირადი საზღვრების დარღვევა;
- არაჯანსაღი კომუნიკაცია;
- უკიდურესი ეჭვიანობა;
- ურთიერთობებში არსებული პასუხისმგებლობებისგან თავის არიდება;
- პირადი ინტერესების დაუცველობა;
- დაბალი თვითშეფასება.
ურთიერთდამოკიდებულება კი პიროვნული ურთიერთობების ელემენტია, როცა ადამიანები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.. ახლობელი ადამიანები, მშობლები, მეგობრები შეიძლება გავლენას ახდენდნენ ჩვენს მოტივაციაზე, თვითშეფასებაზე, პიროვნულ განვითარებაზე და პირიქით, ჩვენ გავლენას ვახდენთ მათ მოტივაციაზე და ა.შ.
ფსიქოლოგები ურთიერთდამოკიდებულებას „ახლო ურთიერთობებით“ აღნიშნავენ..
ახლო ურთიერთობები კი სამი ძირითადი მახასიათებლით გამოირჩევა:
- როცა გვაქვს ხშირი ურთიერთობები ხანგრძლივი დროის განმავლობაში,
- პარტნიორთან ერთად ერთობლივად ვმონაწილეობთ საქმეებსა თუ მოვლენებში,
- ჩვენი გავლენები, რომელთაც ერთმანეთზე ვახდენთ ურთიერთობებში, იძენს დიდ ძალას.
ჩვენი გავლენები და ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება აღვწეროთ დაჯილდოებისა და საფასურის ტერმინებით.. ადამიანები ცდილობენ მიიღონ ჯილდო მინიმალური საფასურის ხარჯზე და ჩვენ გავცემთ იმ ადამიანებისთვის ჯილდოს, ვისგანაც ვიღებთ იგივეს.. მაგალითად, როცა მეგობრისგან ვიღებთ დახმარებას, ვთვლით, და გვიჩნდება სურვილი, ჩვენც დავეხმაროთ მას.
ჯილდოს სახით გავცემთ სიყვარულს, ფულს, სტატუსს, ინფორმაციას, კეთილდღებას და სამსახურს ვუწევთ სხვებს.. მაშასადამე, ყველაზე ზოგადი და ხშირი “დაჯილდოების” ექვსი ტიპი გვაქვს.
ურთიერთდამოკიდებულების თეორიის მიხედვით, ჯილდოს ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისგან ვიღებთ მას.. მაგალითად, სითბო და ყურადღება უფრო მეტად გვსიამოვნებს, თუ ამას ვიღებთ ყველაზე ახლობელი ადამიანისგან.. მაშინ, ეს ჯილდო უფრო მეტად ინარჩუნებს თავის სარგებელსაც..
ორი ადამიანისთვის ურთიერთობების შედეგების მართვა დამოკიდებულია მათ საერთო ინტერესების და მიზნების რაოდენობაზე.. ანუ, რაც კარგია ერთისთვის, კარგია მეორესთვის, თუმცა წყვილთა შორის განსხვავებული ინტერესებიც იჩენს თავს და ამან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტიც გამოიწვიოს..
შესაძლებელია ამ კონფლიქტის გადაწყვეტა მოლაპარაკებებით და კომპრომისით, ერთმანეთის ინტერესების დაცვით და პატივისცემით, იმ მნიშვნელოვანი მახასიათებლებით, რომელიც გააჩნია ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთობას: ჯანსაღი კომუნიკაციით, მხარდაჭერითა და ნდობით.
ანუკი მამუკაშვილი 🌸