ქალი, რომელმაც გალაკტიონის სიჩუმე ლექსად აქცია..

ქალი, რომელმაც გალაკტიონის სიჩუმე ლექსად აქცია..
ავტორი: ნინო კიზირია

არსებობს სიყვარული, რომელიც არ ითქმის.. არ აქვს საწყისი ან დასასრული, უბრალოდ არის — როგორც ჰაერი, მის გარეშე ვერ ცოცხლობ..

გალაკტიონისთვის ოლია ოკუჯავა სწორედ ასეთი გახდა — ქალი, რომელმაც მისი სიჩუმე პოეზიად აქცია და შემდეგ თავადვე იქცა იმ სტროფად, რომელიც ჟამთა სვლას უძლებს..

არ ყოფილა გამორჩეული სილამაზის და არც გავლენიანი ოჯახის შვილი, მაგრამ ოლია ოკუჯავას, რაღაც სხვანაირი სინათლე ჰქონდა, რომლის დანახვაც მხოლოდ გალაკტიონს თუ შეეძლო.. ის თვალებით ვერ აღიქმებოდა.. მხოლოდ სულით..

1912 წელი.. გალაკტიონი, ტიციანთან ერთად, ქუთაისში, კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ქუჩაზე მოსეირნობდა, მარტოდ მომავალი ოლია რომ დაინახა.. მაშინ გალაკტიონი 20 წლის იყო..

ოლია მათ გაცნობას ასე აღწერს:

„გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადამექცეოდა“სწორედ აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც.

ის არ ყოფილა უბრალოდ “გოგონა წმინდა ნინოს სასწავლებლიდან”, ის იყო კაცის სულში ჩამწვარი იმედის ნაპერწკალი, რომელიც ყოველ საღამოს გალაკტიონის ლექსებში იხატებოდა.. მისი ლექსების პირველი მკითხველიც და კრიტიკოსიც..

* * *
“ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე.. რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!
არსად ასე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,
და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს ამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები – აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!”

ოლიამ ქუთაისში წმინდა ნინოს სასწავლებლის დასრულების შემდეგ მასწავლებლად ჭიათურაში დაიწყო მუშაობა..  განშორება ორივესთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. ქალი ხშირად ამბობდა, რომ ყოველი კარის გაღებისას ეგონა თავის საყვარელ მამაკაცს დაინახავდა.. თუმცა გალაკტიონს ქუთაისი არ დაუტოვებია..

“ოლია! მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა”– გალაკტიონი

ამ სიცარიელემ შვა პოეზია.. პოეზია, რომელსაც სახელად ოლია დაერქვა.. იგი იქცა სიტყვებს მიღმა დარჩენილ ფრაზად, შთაგონების წყაროდ, რომელიც თავად პოეტის შინაგან სამყაროს ანათებდა.. ოლიასთან სიახლოვე გალაკტიონისთვის საკმარისი იყო, მთელი სამყარო დავიწყებოდა.. პოეტი წერდა მასზე.. წერდა იმიტომ, რომ სხვაგვარად მის გარეშე ვერ ცხოვრობდა.. 

“შენ ის მი­თხა­რი, გიყ­ვარ­ვარ ძვე­ლე­ბუ­რად? … მომ­წე­რე, ოლ­კინ, რა­ნა­ი­რად და რის­თვის გიყ­ვარ­ვარ… რას იზამ ოლ­კინ, მე რომ მოვ­კვდე? მა­გა­ლი­თად მოვ­კვდი და აღა­რაა ქვე­ყა­ნა­ზე გა­ლო­ნი. მოკ­ვდა სა­წყა­ლი გა­ლო­ნი და და­ა­საფ­ლა­ვეს. რას იზამ მა­შინ? მოხ­და ისე, რომ მე მოვ­კვდი სა­დღაც შორს, ცივ ქვე­ყა­ნა­ში, ან მოვ­კვდი სა­ზი­ზღა­რი და სა­მარ­ცხვი­ნო სიკ­ვდი­ლით… მოკ­ვდა გა­ლო­ნი ძაღ­ლი­ვით. რაც იზამ ჩმოკ­ლინ? იტი­რებ თუ არ იტი­რებ? ჩემო ძვირ­ფა­სო, ერ­თა­დერ­თო მე­გო­ბა­რო, ერ­თა­დერ­თო ნუ­გე­შო” – გალაკტიონი

ოჯახის წევრებიდან ოლიასა და გალაკტიონის ქორწინებას მხოლოდ ოლიას დედა – ლიზიკო ეწინააღმდეგებოდა.. ლიზიკოს მეუღლე – სტეფანე, საკმაოდ განათლებული კაცი იყო, თუმცა ალკოჰოლზე ყოფილა დამოკიდებული.. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ლიზიკოს არ სურდა მისი ქალიშვილი ისეთ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, რომელსაც ასეთივე პრობლემა ჰქონდა.. თუმცა ოლიას გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ დედის რჩევას არ მიჰყვა.. მამა კი, რომელიც ქალიშვილის სიყვარულს ხედავდა, საბოლოოდ დათანხმდა და მხარი დაუჭირა წყვილს..  დაპირისპირებებისა და სირთულეების მიუხედავად, გალაკტიონმა და ოლიამ 1916 წლის 23 აგვისტოს დაიწერეს ჯვარი..

* * *
“აჰყვე კიბეებს, სადაც სფინქსი ქვებს ეფერება
და შიშში გრძნობდე, რომ ახლოა ბედნიერება, _
ოჰ! რამდენია სიცოცხლეში ასეთი წამი!


აჰყვე ვარდისფერ საფეხურებს და აჰყვე ისე,
რომ შენს წინ სხივზე ლანდად იდგეს ყრმა დიონისე,
გრძნობდე, რომ ისევ უკვდავია თქვენი მსგავსება:
ერთნაირ სულში ერთნაირი მზის მოთავსება;”

ამ დღიდან იწყება მათი ოფიციალური თანაცხოვრება.. ოლია გახდა მისი თანამგზავრი ყველა იმ სიჩუმისა და ტკივილის ფონზე, რაც პოეტის ცხოვრებას თან ახლდა..

“არ და­გა­ვი­წყდეს, რომ პო­ე­ტი ხარ, გახ­სოვ­დეს პო­ე­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ასეთ ვი­თა­რე­ბა­შიც… მე მიყ­ვარს აკორ­დი, გრი­გა­ლი და არა ნა­ხან­ძრა­ლი, ნამ­სხვრე­ვე­ბი. ფერ­ფლი ყვე­ლა­ფერს ედე­ბა, თავს ყველ­გან კარ­გად გრძნობს, ამას კი მე ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ვუ­ცხა­დე შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა, ომი”– ოლია

და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მა­ლე­ვე გა­ლა­კტი­ო­ნი და ოლია სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად მოს­კოვ­ში წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ სი­დუ­ხ­ჭი­რის გამო პო­ე­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ქუ­თა­ის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ოლია კი იქ დარ­ჩა, კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­შიც შე­ვი­და და უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ კურ­სებ­ზეც ჩა­ი­რი­ცხა..

* * *
“ცხოვრობდა ვინმე.. გულში ფარული
უთრთოდა ციურ შუქთა კამარა.
ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,
მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!

იყო მეორე: დასწვეს, დადაგეს
ვნებებმა მისი მხურვალე გული,
როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგეს
ეწაფებოდა თვალდახუჭული.

ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა,
ფერფლდება თვალთა ბანოვანება
და ასე მჭკნარი ახალგაზრდობა
ნუთუ არავის არ ენანება?”

ოლია ისე­თი თავ­გა­დაკ­ლუ­ლი კო­მუ­ნის­ტი გახ­და, მოს­კოვ­ში სწავ­ლი­სას, თურ­მე, კო­მუ­ნის­ტურ შა­ბა­თო­ბებ­ზეც და­დი­ო­და.. ერთხელ, მო­რე­ბის ზიდ­ვი­სას, მარ­ცხე­ნა ხელ­ში ხიჭვი შე­ერ­ჭო, სის­ხლი მო­ე­წამ­ლა და ხე­ლის ამ­პუ­ტი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, თუმცა ოლი­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი უთ­ქვამს – “მე გა­ლა­კტი­ო­ნის მე­უღ­ლე ვარ და უხე­ლო ვერ ვიქ­ნე­ბიო”.
ხელი გა­უხ­მა..

* *. *
“ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.”


გალაკტიონმა გადაწყვიტა რუსული კრებულის გამოცემა ოლია ოკუჯავას წინასიტყვაობით.. მან ქუთაისში ჩასული რუსი პოეტი – იგორ სევერიანინი გაიცნო და დაიწყეს მუშაობა ლექსების რუსულ თარგმანებზე..

“ოლია! რო­დე­საც ჩა­მო­ვალ (მოს­კოვ­ში), უსა­თუ­ოდ ერ­თად უნდა ვი­ცხოვ­როთ, აქე­დან წა­მო­ვი­ღებ რამე-რა­მე­ებს. ტა­ნი­სა­მო­სი გინ­და, შენ, დე­დო­ფა­ლო! …მე ვოც­ნე­ბობ ჩვენ ერ­თად ყოფ­ნა­ზე, პა­ტა­რა ბავ­შვზე, განა კარ­გი არ არის?”

მაგრამ გალაკტიონმა ეს ვერ განახორციელა.. როდესაც, მეორედ გაემგზავრა მოსკოვში, მას დოკუმენტების უქონლობის გამო ჟანდარმერია დაედევნა და საქართველოში დააბრუნეს..

შემდეგ იყო, ბევრი ცრემლი, სევდა, არნახული ტრაგედიები ქვეყანაში და მის გარეთ! გალაკტიონის რამდენიმე დღიანი, ხანაც თვიანი დაპატიმრებები, ამასთან მისთვის მიძღვნილი საღამოები, უკან მოსკოვში – მის ცხოვრების სიყვარულ ოლიასთან დაბრუნებები, უკან ქუთაისი, თბილისი, ბათუმი… იყო პოეზიის მეფედ აღიარება, უწყვეტი მონატრება, ალკოჰოლში დარდის ჩახრჩობა.. ოლიას სიყვარულით დამწვარი სული..

ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის წლებ­ში, ოლია, რო­გორც პარ­ტაქ­ტი­ვის­ტი გა­ლი­ფე შარ­ვლით და ია­რა­ღით და­დი­ო­და, და იყო იმ ეპო­ქის სუ­ლის­კვე­თე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მა­ნამ, სა­ნამ 1929 წელს ტროც­კიზ­მში ბრალ­დე­ბით არ გა­ა­სა­მარ­თლეს და სამი წლით უზბეკეთში არ გადაასახლეს..

ვეძებე გალაკტიონის კრებულებში ამ პერიოდში დაწერილი ლექსები და იცით რა არის? ამ სამი წლის განმავლობაში მის შემოქმედებაში, ოლიას მიმართ სიყვარულის და სევდის, თავს დამტყდარი უბედურების, მის სულში უსაზღვრო დარდის გამომწვევი მოვლენების გამომხატველი, ფაქტიურად “არაფერი” იკითხება.. ან ჩვენამდე ვერ მოაღწია.. რამაც მოაღწია, არის საბჭოთა იდეოლოგიითა და შემართებით დახუნძლული კომუნისტური პოეზია, რაშიც ყველანი დამეთანხმებით გალაკტიონის სული არ იკითხება, თუმცა იკითხება სარკაზმი, და ამ სარკაზმში, ის ზიზღი რასაც ის განიცდიდა..

“ნგრევას, ო ნგრევას, დაუნდობელ ნგრევას ძველისას,
კარჩაკეტილი ცხოვრებიდან – გავიდეთ მზეზე.
ულმობელ ტრიალს ისტორიის მედგარი ბორბლის,
რევოლუციონურ საქართველოს,
ნახტომს უდიდესს, უზარმაზარს, განსაცვიფრებელს, –
რევოლუციონურს, ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს,
ვაშა, ამ ახალ საქართველოს, ვაშა, შენებას!”

გალას, თავისი საყვარელი ოლია სამი წლის შემდეგ დაუბრუნეს.. ნა­ა­ვად­მყო­ფა­რი, მო­ტე­ხი­ლი, თვალებში სიცოცხლის ნაპერწკალ ჩამქრალი, დარდიანი, დადუმებული.. და გა­ლა­კტი­ო­ნი, ისიც შეცვლილი, გულდათუთქული, თუმცა იმედიანი, რომ მათ თავს დამტყდარი წარსული მოვლენები, წარსულშივე დარჩებოდა, და მათ გარშემო არსებული სისხლის მდინარეებიდან თავის დაღწევას თუ ვერ შეძლებდნენ, ერთად მაინც მოექცეოდნენ მორევში.. მაგრამ არა.. 1936 წელს ოლია კვლავ გადაასახლეს.. ამჯერად საბოლოოდ..

* *. *
“ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება, –
რა საჭიროა ეხლა გოდება.
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?

აჰა დაიძრა რკინის ბორბლები,
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, –
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,”

ალბათ გრძნობდა გალაკტიონი, არა, ზუსტად იცოდა, რომ მის საყვარელ მეუღლეს ვეღარასდროს შეხვდებოდა.. გადიოდა წლები.. წერილებს სწერდნენ ერთმანეთს, თუმცა ერთმანეთთან ყოფნის ოცნება, მხოლოდ ოცნებად რჩებოდა..

“ძვირ­ფა­სო გალ, გუ­შინ­წინ სა­ღა­მოს სე­ირ­ნო­ბის დროს წვრი­ლად თოვ­და, ელექტრო­ნის შუქ­ზე ფიფქე­ბი ყვა­ვი­ლის თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით ცვი­ო­და, ტყემ­ლის ყვა­ვი­ლის თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით. გახ­სოვს, გალ, რო­გორ ცვი­ო­და ხოლ­მე ყვა­ვი­ლი გა­ზა­ფხულ­ზე, ნი­ა­ვის ნაზ წა­მოქ­როლ­ვა­ზე. ჰოდა, ეს თოვ­ლის ფან­ტე­ლე­ბი იმ თეთ­რი ფურ­ცლე­ბი­ვით ტრი­ა­ლებს, თით­ქოს იღი­მე­ბი­ან, უდარ­დე­ლად ცეკ­ვა­ვენ, დაქ­რი­ან მარ­ჯვნივ და მარ­ცხნივ – ტრი­ა­ლე­ბენ, ტრი­ა­ლე­ბენ. ასე­ვე ჩემი ფიქ­რე­ბი შენ დაგტ­რი­ა­ლე­ბენ… გეხ­ვე­ვით და გკოც­ნით შენ და შენს ლექ­სებს, რო­გორ თავ­და­ვი­წყე­ბით მყვა­რე­ბი­ხართ თქვენ! რო­დის ვიქ­ნე­ბი კვლავ თქვენ­თან?… შენი ოლია”

გალაკტიონისთვის შვება ალკოჰოლში იყო.. ოლიას გადასახლების შემდეგ ყოველ წელს უფრო და უფრო მძიმდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.. რამდენიმე თვეში ერთხელ, თვეობით სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობდნენ მას..

“…თვე­ში ორ­ჯერ ვი­ღებ­დი შენს წე­რი­ლებს, რაც ერ­თდრო­უ­ლად მა­ნუ­გე­შებ­და და თან – მასევდი­ა­ნებ­და. მე არა­ფერს გწერ­დი… ძა­ლი­ან ავად ვი­ყა­ვი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი. თუმ­ცა ერთხელ ვრცე­ლი წე­რი­ლი მოგ­წე­რე. იქ­ნებ არც მი­გი­ღია ის წე­რი­ლი? ჩემი უსუ­სუ­რი ყო­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა რა შე­მიძ­ლია, გა­გი­კე­თო? წე­რი­ლე­ბი უნდა ვწე­რო!..” – გალაკტიონი

“ჩემო ძვირ­ფა­სო, ძვირ­ფა­სო გალკ! ტი­ტა­ნუ­რი ძა­ლით მინ­და, რომ მო­გეხ­ვიო. ეხ, შეგ­ხვდე­ბი კი ოდეს­მე?! მაგ­რამ შორს ეს ფიქ­რე­ბი – ეს დე­მო­ნი ჩემი სუ­ლი­სა! ძვირ­ფა­სო ჩემო, ნაღვლობენ, დარ­დო­ბენ, ხე­ლო­ბენ ოც­ნე­ბა­ნი შენ­ზე. შინ ყოფ­ნა მინ­და, მორ­ჩა და გა­თავ­და!!! თით­ქოს დავ­კარ­გე ყვე­ლაფ­რის იმე­დი. ძვირ­ფა­სო გა­ლიკ, გული მე­წუ­რე­ბა, გული მძვინვარებს – უნდა შე­ი­ტყოს შენი ჯან­მრთე­ლო­ბის, შენი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი, გკოც­ნით, გკოცნით შენ და შენს ქმნი­ლე­ბებს! ვი­გო­ნებ რი­ონს, რომ­ლის ნა­პირ­ზეც არა­ერ­თხელ გვისაუბრია მდი­ნა­რის ნაზ ჩურ­ჩულ­ში, რო­მე­ლიც ერ­თვო­და მთვა­რის სხი­ვე­ბის ციმ­ციმს ტალღებ­ზე… ძვირ­ფა­სო, უკვე მი­ჭირს წე­რი­ლის წერა. რა ვქნა? ძა­ლი­ან მი­ჭირს, მშვი­დო­ბით! შენი ოლია. მას შენ გა­გი­ჟე­ბით უყ­ვარ­ხარ”. – 1941 წელი

1941 წელს, ოლია, ტყეში, ქალაქ ორიოლიდან ათიოდე კილომეტრში დახვრიტეს, ადგილობრივ ციხეში დატუსაღებულ 157 პოლიტიკურ პატიმართან ერთად..

“ერთი ერთ საფლავს დასცქერის –
მწუხარე ბუმბერაზზე,
მეორეც ჯავრით დასტირის:
– მომიკვდი რაზედ, რაზედ?!
ეს არის ხმა დაკივლების
ჩვენი ცხოვრების გზაზე”

ოლიას დახვრეტის შემდეგ, პოეზიის მეფეს, გრძნობების და ემოციების სიტყვებში გადმომთარგმნელ, ღვთის მოწამე ადამიანს – გალაკტიონს, თვითმკვლელობის არაერთი ფიქრი შემოაწვა.. ბევრი წელი უცადა და ენატრა ბუნებრივ სიკვდილს, მაგრამ, ბოლოს ტანჯვას ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობაზე ფიქრი სისრულეში მოიყვანა..
სიყვარულით სავსე სულმა თავისთავი დალია..  

სიყვარულით,
ნინო 🌸