ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ისეთი ფრაზა, ციტატა ან მომენტი, რომელიც დააფიქრებს ან უბრალოდ განსხვავებულად, განსაკუთრებულად ამახსოვრდება გონებას..
მახსოვს ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ ჩვენ ქალები თავად ვიგონებთ პობლემებსო.. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა.. ხშირად მიფიქრია ამ ფრაზაზე.. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ქალები კი არა ჩვენ ადამიანები ვქმნით ჩვენს საკუთარ პრობლემებს.. ყოველდღიურს, წვრილმანს, მარტივს და შემაფერხებელს..
ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი, ხშირად რაიმე თუ არ გამოგვდის ან გვეზარება, მარტივად ვპოულობთ თავის გასასამართლებელ მიზეზს..
აბა დაფიქრდი, გაიხსენე რამდენჯერ შეგიქმნია შენი განწყობა თავადვე?
აი მაგალითად დილით გაიღვიძე და ძალიან გეზარება სამსახურში წასვლა..
ჯერ მაღვიძარას ხმა გაღიზიანებს, მერე ის სიცივე ლოგინიდან ახალგაღვიძებულს, რომ შეგეგებება ადგომისას.. და წინასწარ ფიქრობ, თუ როგორ გეზარება საცობში დგომა და სამსახურში მისვლა..
ეს ხომ ერთ-ერთი მარტივი მაგალითია.. სიტყვებიდანაც კი იგრძნობა ის განწყობა, რაც უკვე შეიქმენი..
და რა იქნება პირიქით რომ გააკეთო?
მაღვიძარაზე სასიამოვნო მელოდია დააყენო, უცებ წამოხტე საწოლიდან და სიმღერ სიმღერით, ცხელი ყავის და ბედნიერი დღის მომლოდინე გახვიდე სახლიდან?
რა უდგას წინ ცდას, რომ სწორად მივმართოთ ჩვენი ემოციები, რათა ბედნიერი და ნაყოფიერი დღე გვქონდეს? მხოლოდ დღე? ერთ დღეს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე, მერე კვირას, თვესა და წელს ადგენს… ბევრია ხო? იქნებ ცხოვრებაც კი…
რამდენჯერ აგტკიებია თავი, როდესაც სადმე წასვლა არ გინდა?
რამდენჯერ გადაგიდია ვარჯიში ან დიეტა უამრავი მიზეზის გამო?
დაფიქრებულხარ ეს მიზეზი რამდენად რეალურია?
იქნებ თავად შექმენი , იმის თავიდან ასარიდებლად რაც გეზარება? ან არ გინდა?
ყოველდღიური პრობლემების გამოგონებაა, ის რითიც განწყობას ვიქმნით..
ის, რომ ყველა შუქმნიშანზე წითელი აინთო, მაშინ როდესაც გვეჩქარებოდა..
ის, რომ ქუჩაზე შავმა კატამ გადაირბინა, როდესაც სახლიდან გამოვედით..
ის, რომ რაღაც ვერ გრძნობ თავს კარგად, მაშინ როდესაც სახლი გაქვს დასალაგებელი და ა.შ..
სწორედ ასე და ამგვარად ჩვენ თავად ვქმნით, ვაფერადებთ და ვამუქებთ იმ მომენტებს, რაც ჩვენზე აისახება! ჩვენს ემოციასა და განწყობაზე..
ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული სახლიდან გასვლისას უჟმური სახით შემხვედრ მეზობელს მივაქცევთ ყურადღებას, თუ ფერადი ბუშტებით მორბენალ, მომცინარე ბავშვს.. ასე მარტივად ვქმნით დღიურ პრობლემებს ან ილუზიას, რომელიც მთელს ცხოვრებას გასდევს..
და იქნებ ცხოვრებაც ილუზიაა? ილუზია, რომელსაც ჩვენ თავად ვქმნით და წარვმართავთ ნებით ან უნებლიედ.. გააზრებულად ან გაუაზრებლად.. ჩვენი ყოველი ნაბიჯი, გადაწყვეტილება, მოქმედება განსაზღვრავს იმას, თუ როგორია ის.. ჩვენს თითოეულ ქმედებას შეუძლია შეცვალოს უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ ის, რაც გვაქვს, შევქმენით ან და სულაც შეგვიქმნეს..
თუ კი ჯერ ისევ შენი პრობლემების ილუზიაში ხარ, თუ კიდევ მოქმედებს გარემო შენზე, და თუ ჯერ ისევ პრობლემებით და უჟმური სახით მდგომ მეზობელს აქცევ ყურდღებას სახლიდან გასვლისას შეჩერდი! ღრმად ჩაისუნთქე და გაიხსენე , რომ გვიანი არასდროს არის გააფერადო შენი ცხოვრება!
თუ ცხოვრების სიძნელეებმა, ადამიანებმა, რომლებიც გეუბნებიან ან ფიქრობენ, რომ რაღაც არ გამოგივა, თუ შენმა თავმა, დილით სარკეში, რომ გეუბნება, რომ ერთ ადგილას გაიყინე და აზრი არ აქვს მიზნისკენ სვლას, თუ ამ ყველაფერმა შეგაფერხა და გაგაჩერა ღრმად ჩაისუნთქე და ყველაფერი უკან დატოვე.. რადგან ეს მხოლოდ ის პრობლემებია, ის ილუზიაა, რაც შენმა გონებამ შექმნა..
შენ ადამიანი ხარ!
ყველა ადამიანს, კი აქვს ძალა, გულის ფრთები, რომ მიზნისკენ, ოცნებისკენ იაროს და აიხდინოს ის!
თუ დაგავიწყდა შენი მიზანი, გაიხსენე ან შექმენი ახალი..
რადგან შენ გაქვს ის ძალა და უნარი, უკან მოიტოვო პრობლემები, რომელიც თავად შექმენი!
გაქვს ძალა გაუმკლავდე ახალ პრობლემებს, ახალ ილუზიებს, რომლებსაც ახლა ქმნი ან კვლავ შექმნი მომავალში.. ეს მხოლოდ ილუზიაა, გონების თამაშია, სადაც თავისუფლად შეგიძლია გაიმარჯვო..
შენ ადამიანი ხარ!
შენ ყველაფრის შეცვლა და შექმნა შეგიძლია!
იყავი შენი თავის და სხვების ნათელი წერტილი მიზნისკენ სვლაში.. რადგან შენ ადამიანი ხარ!