ცხოვრება ხომ..

ცხოვრება ხომ..

სიყვარული იმდენად ძლიერი და რთული ემოციური გამოცდილებაა, რომ სხეულშიც კი ცვლის ქიმიურ პროცესებს.. ის გამოიხატება ჩვენს სოციალურ ურთიერთობებზეც და გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებზეც სამყაროსთან.. ეს არის რთული და კომპლექსური გრძნობა, და მას სხვადასხვა მიმართულებები და მიმდინარეობები შეიძლება ჰქონდეს.. მას ვუზიარებთ გარშემომყოფებს, მეგობრებს, ოჯახისწევრებსა, თუ პარტნიორს.. ყველა მათგანი უნიკალური და განსხვავებულია, ამასთან, განსხვავებული და უნიკალური განცდები მოაქვს ჩვენთვისაც.. 

საერთოდ მიმაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებას არასწორი აღქმა გვაქვს, თუ რა არის სიყვარული.. ახლა, რომ ვაკვირდები, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობის წარმომადგენლებს, უმეტესობა, გარდა საზოგადოების აზრთან და ჩარჩოებთან ბრძოლისა, ყველა საკუთარი ბავშვობის ტრავმებისა და კომპლექსებისგან ცდილობს თავის დაღწევას..

ჩვენი თაობის უმეტესობა, იმ ზღაპრებით და ისტორიებით ვართ გაზრდილი, სადაც პრინცი გადამრჩენია, სადაც ქალი სუსტი და სათუთი არსებაა და გადარჩენა სჭირდება, სადაც ქალია ჩაგრული, ხოლო გმირი პრინცი მისი გადამრჩენელი.. 

ასევე უფროსი თაობისგან სულ ისმის, რომ გოგო ”პატრონს უნდა ჩაბარდეს”, ანუ გათხოვდეს.. 

ხოდა ეს ყოველივე ილექება ადამიანის გონებაში და პირდაპირ, თუ ირიბად იჩენს ხოლმე თავს ჩვენს ურთიერთობებში.. ხშირ შემთხვევაში, ქალების უმეტესობას, სწორედ ეს არასწორი მოლოდინები აქვს, სადაც  “გადამრჩენი” მიდის და ეს გადამრჩენი “პრინცი”, ხდება მისი “პატრონი”, მის იქით აღარც გზა აქვს და არც უნდა, რომ ჰქონდეს, რაოდენ უარყოფითიც არ უნდა იყოს მათი თანაცხოვრება.. 

ცალკე საკითხავია ის ფაქტი, რომ ბევრი დაბრკოლების და ხელისშემშლელი ფაქტორის შემდეგაც კი, ისინი ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად …

და ამ დიდხანს და ბედნიერად რას ნიშნავს? ან რას მოიცავს? არც არავის უფიქრია მგონი..

ცხოვრება ხომ ზღაპარი არაა?! ცხოვრება ბევრად სხვა გარემოებებს გვაძლევს, სადაც მუშაობა, შრომა, ყოველდღიური რუტინა, შვილები, და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსხვავდება იმ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებისაგან..
ის მეტად რუტინულია, სადაც ყველას ისტორია და ზღაპარი განსხვავებულია..
იქ, ყველას ბედნიერება განსხვავდება ერთმანეთისგან.. ყველა ვერ იღებს იმ დასასრულს, რომელსაც ელოდა.. სადაც ეს მშვენიერი პრინცი ხან ლოთი აღმოჩნედა, ხან უსაქმური, ხან მოძალადე, ან არც ისე კარგი მამა და კაცი..
ცხოვრებაში ეს პრინცები შესაძლოა ურჩხულები იყვნენ, ხოლო გადასარჩენი ქალები გადამრჩენებად იქცნენ – ხან ადამიანის სიცოცხლის, ხან ოჯახის ან სულაც სხვა ქალების.. სადაც ქალებს მეტი ძალაც აქვთ და შესაძლებლობაც..
კი ცხოვრება ნამდვილად განსხვავდება ზღაპრებისგან, თუმცა სამწუხაროა, რომ ჩვენი ზღაპრები, რომლებიც ოდესღაც, ისევ ჩვენ, ადამიანებმა შევქმენით, შესაძლოა არასწორი ღირებულებებისა და ფასეულობების მატარებელი იყოს, რომელსაც გადახედვა სჭირდება.. იქნებ ახლის შექმნაც კი, რადგან ზღაპრების დიდი ნაწილი, როგორც ქართული, ასევე უცხოური, ხშირად სხვადასხვა, არც თუ ისე სასურველი იდეის მატარებელია, მათ შორის ძალადობის, მსხვერპლის და ა.შ.

აი ჩვენ კი, მედგრად შეგვიძლია ვიბრძოლოთ, იმ არასწორი შთაგონებებისგან, რომ გავთავისუფლდეთ, იმისგან, რაც ჩვენდა უნებურად ჩაგვინერგეს..

ხშირად შევახსენოთ საკუთარ თავებს და ერთმანეთს, რომ ქალები ძლიერი არსებები ვართ, არა გადასარჩენები, არამედ გადამრჩენებიც.. ხოლო ურთიერთობა კი, არასდროს არის ცალმხრივი..

იმისათვის, რომ ურთიერთობა ნამდვილი, ძლიერი და ჯანსაღი იყოს, აუცილებელია ორივე მხარის ჩართულობა თანაბრად და გულღიად.. სადაც ორივე მხარე, რაღაც ეტაპზე იმ ზღაპრის გმირია, სადაც, ხან ერთი მხარეა უფრო ძლიერი, ხან მეორე.. სადაც სიყვარული ყველაზე მაღლა დგას და ამ სიყვარულის გასაძლიერებლად და გასაკაშკაშებლად იღვწვის ორივე მხარე ურთიერთობაში, სადაც ყოველდღიურობაა თავად თავგადასავალი და ამ თავგადასავალში სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს!

სიყვარულით,
ნინო ირემაშვილი 🫶🏻