ავტორი: მედი გუმბერიძე
ახალი წელი მოდის და გულის სიღრმეში ყველას გვიგროვდება რაღაც, ახალი ჯადოსნურის იმედი..
არ აქვს მნიშვნელობა, გვაქვს თუ არა განწყობა, თითქოს ეს დღე მაინც გვეუბნება, რომ ცვლილებები ახლოსაა!
გიყვარს? უთხარი!
აწყენინე? გამოასწორე!
ახლა სწორედ ის დროა, როცა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო!
გაბედო!
ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ახალი წლის ღამეს ოცნებები ხდება!
ნეტავ რა ხდის ამ დღეს ასეთ ჯადოსნურს?!
დაფიქრდით, რას ნიშნავს თქვენთვის ახალი წელი?
პირადად ჩემთვის ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის ბედნიერება, საჩუქრებით ერთმანეთის გახარება, ახლის იმედია..
ახალი წლის ღამე ჯადოსნურია არა იმიტომ, რომ რომელიღაც იდუმალი ძალა მოქმედებს მასზე, არამედ იმიტომ, რომ თავად ჩვენ გვწამს ამის!
რწმენა და მოლოდინი – ის ორი რამ, რაც ამ ღამეს უნიკალურს, ჯადოსნურს ხდის..
ეს ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ღამეა იქამდე, სანამ ჩვენ თავად ვაქცევთ მას ოცნებების ახდენის შესაძლებლობად!
ახალი წელი, ადამიანთა უმეტესობისათვის ცვლილებების საწყისად აღიქმება, თუმცა ნამდვილი ცვლილება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც მზად ვართ გულწრფელად შევხედოთ საკუთარ თავს!
ჩვენს მიზნებს, შესაძლებლობებსა, თუ ოცნებებს და არა მხოლოდ მოვინდომოთ, არამედ ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები რეალობად იქცეს!
კაცობრიობა მუდამ ფიქრობს, რომ შეცდომების გამოსასწორებლად, სიმართლის სათქმელად, გრძნობებში გამოსატყდომად – კიდევ იქნება სხვა დრო..
სწორედ ამიტომ არ ვჩქარობთ ვუთხრათ „მაპატიე“!
სხვა დროისთვის ვდებთ ავუხნათ, თუ რამდენად გვიყვარს, შემდეგი ცხოვრებისთვის გადავწევთ ჩვენს ოცნებებს..
და რა ხდება რეალურად?! დრო არ ჩერდება! თითქოს ჩვენს ჯიბრზე უფრო და უფრო სწრაფად გარბის და გვიტოვებს ერთადერთ ფიქრს – „რა იქნებოდა რომ გამებედა?“
გაბედე!
ამ წელს მაინც ნუ გაუშვებ ხელიდან შანსს უთხარი რომ გიყვარს!
აპატიე! აუხსენი! იმოქმედე!
შეეგებე ახალ წელს ისეთი გულით, როგორც თავად გინდა, რომ იგი შენთან მოვიდეს..
ირწმუნე, რომ სადღაც, შორს თეთრწვერა მოხუცი, ირმებითა და მოფუსფუსე ელფებით გარშემორტყმული, ელოდება შენს გულწრფელ სურვილს!
დაწერე ეს სურვილი გულში, მოუყევი იმ ჯადოსნურ ღამეს და დარწმუნდი, რომ შენი ნატვრა ახდება!
ახალი წლის ჯადოსნურობა ჩვენს რწმენაშია!
სწორედ ჩვენ შეგვიძლია უბრალო ღამე ვაქციოთ ახალ საწყისად!
სადაც შეცდომები გამოსწორდება, გრძნობები გამჟღავნდება და ოცნებები რეალობად იქცევა!
იყავი ის, ვინც, კი არ ელოდება მომავალს – არამედ თავად ქმნის მას!
გჯეროდეს – რომ შენი ნატვრა ახდება!
სიყვარულით,
მედი 🌸