ტოქსიკური ურთიერთობები, ფსიქოლოგიური ტრავმები და იდეალიზმის კომპლექსი, რომელიც მიტოვების შიშისგან იყო გამოწვეული.. კოკო შანელი — ქალი, რომელმაც დაარსა მაღალი მოდის უკვდავი ბრენდი.. თუმცა ვერც ერთმა მისმა კაბამ, ვერ დამალა მისი გატეხილი გული და მტკივნეული ისტორია..
ამბობენ, ყველა ქალის ცხოვრებაში, დედის გავლილი ისტორია დიდ კვალს ტოვებსო..
არც კოკოა გამონაკლისი ამ მხრივ..
ჟან დევოლე, ასე ერქვა შანელის დედას.. ის საკმაოდ ადრე გათხოვდა კოკოს მამაზე.. სრულიად არასტაბილურ და უყურადღებო ადამიანზე, რომელმაც საბოლოოდ ცოლიც მიატოვა და შვილებიც.. სწორედ აქედან იწყება კოკოს ცხოვრებისეული დამოკიდებულება კაცებისადმი..
მამაკაცები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქალები რჩებიან საკუთარ თავთან, ტკივილს გულში იკლავენ, გარდერობიდან გამორჩეულ კაბაში იმოსებიან და არაფერს იმჩნევენ..
ეს კოკოსთვის დედის მაგალითი იყო, რომელიც ცხოვრების ბოლო დღემდე სდევდა თან.. დედასთან მარტო დარჩენილმა კოკომ, 11 წლის ასაკში მეორე მშობელიც დაკარგა.. ამან კი, უდიდესი გავლენა მოახდინა, მისი მიტოვების მანიის ჩამოყალიბებაზე..
ცხოვრება მოდის მსგავსი რამაა — არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლამაზად გამოიყურები გარედან, თუ შინაგანად შენს თავს ვერ იპოვი.. აზრი არ აქვს.. მაგრამ რა ვქნათ, როცა გჭამს იმის გრძნობა, რომ შენი ცხოვრება უბრალოდ გამუდმებული მცდელობაა იყო “იდეალური ქალი” — რომლის შინაგანი სამყარო და ტკივილი არავის ინტერესის სფერო არ არის.. ზუსტად ამ გრძნობით იცხოვრა კოკომ..
მისი პირველი „დიდი სიყვარული“ — ეტიენ ბალსანი, მდიდარი, გავლენიანი, უზარმაზარი ქონების პატრონი.. იდეალური მსხვერპლი ქალისთვის, რომელსაც ბავშვობაში ფაქტობრივად არ ჰყავდა ოჯახი და გამუდმებით ყურადღების დეფიციტი ჰქონდა.. ბალსანი კოკოსთვის იყო ბილეთი მაღალ საზოგადოებაში და ამასთან, ემოციური საქანელების ტოქსიკური წრე, რომლისკენაც ასე ხშირად გაგვირბის გული ქალებს.. ეს ურთიერთობა შეიძლება ლამაზ ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ საბოლოოდ ის იყო კაცი, რომელიც კოკოსთვის მარტოობის და გულის ტკივილის სიმბოლოდ იქცა.. მიუხედავად იმისა, რომ ბალსანთან ურთიერთობა მას მოდის სამყაროს კარებს უღებდა, ამ კარიერის მიღმა ყოველთვის გრძნობდა იმ სიცარიელეს, რომელსაც ფუფუნებაც არ უვსებდა..
ურთიერთობაში მარტოობის შეგრძნება იმაზე უარესია, ვიდრე უბრალოდ მარტო ყოფნა.. როგორ შეიძლება თავი ასე მარტოსულად იგრძნო, როცა გვერდით გყავს საყვარელი ადამიანი? გამუდმებით გაწუხებს და გჭამს კითხვა: „ნუთუ მე ვერ მხედავს?“ „ნუთუ ვერ ამჩნევს, რომ მარტოსული ვარ და რაღაც მაწუხებს?“ ყველაზე დიდი მარტოობა სწორედ მაშინ დგება, როცა ორნი ხართ, და თავს იმაზე უსუსურად გრძნობ ვიდრე ურთიერთობებს დაიწყებდი..
შანელი მუდამ ცდილობდა მისი მეორე ნახევრისთვის, თავის თავის საუკეთესო ვერსია ეჩვენებინა, რადგან მუდმივი შიში ჰქონდა, თუ იდეალურ ფორმაში არ იქნებოდა, ეტიენი მის მიმართ ინტერესს დაკარგავდა და ზუსტად ისე მიატოვებდა, როგორც მამამ..
ამ მცდელობების მიუხედავად კოკოსა და ეტიენს შორის ურთიერთობა მაინც დაიძაბა და საბოლოოდ გაცივდა კიდეც.. ის ღიად ღალატობდა კოკოს და საყვარლები მამულშიც კი მიჰყავდა, რაზეც კოკო თავდაპირველად თვალს ხუჭავდა.. ის მუდმივად მყარად იდგა.. სისუსტის ჩვენება? არასოდეს!
„აიყვანე თავი ხელში, როცა გეწყინება, და სცენებს ნუ მოაწყობ — აი, ეს არის იდეალური ქალი,“ —ამბობდა ის.. ამ ერთ ფრაზაშიც, კი ჩანს, რომ არავის ჰყვარებია კოკო ისე, რომ მას საკუთარი თავისთვის ემოციების გამომჟღავნებისა და სისუსტის უფლება მიეცა.. ეს ლეგენდარული ქალი მთელი ცხოვრება ეძებდა სანდო, ძლიერ მხარს დასაყრდნობად, მაგრამ ასეთი, ცხოვრების ბოლომდე არ გამოჩენილა მისთვის..
ეტიენთან დაშორების შემდეგ, კოკომ სწრაფადვე იპოვა ახალი რომანი — არა ვინმე უცნობთან, არამედ ყოფილი სიყვარულის ახლო მეგობართან – არტურთან.. ეს ფაქტი თვალნათლივ აჩვენებდა კოკოს მიჯაჭვულობას წინა ურთიერთობის მიმართ..
არტური მთელ თავის ყურადღებას და სითბოს კოკოს უთმობდა.. მისი მხარდაჭერითვე შეძლო კოკომ მალევე გაეხსნა პირველი ატელიე.. თუმცა, კოკო არ აღმოჩნდა მზად დიდი სიყვარულის ისტორიის შექმნისთვის.. მას მთელი ყურადღება და ენერგია, სხვადასხვა დიზაინის შექმნაზე ჰქონდა გადატანილი.. ამან კი, ბევრი კონფლიქტის ფონზე, საბოლოოდ მათი ურთიერთობის დაძაბვა განაპირობა.. კოკოს სურვილის მიუხედავად, არტური უარს აცხადებდა ქორწინებაზე და მალევე, დაუმალავად ჩაება სხვა ქალებთან უერთიერთობებში..
კოკოს კვლავაც უღალატეს..
მათი დაშორების შემდეგ, არტურმა მალევე შეირთო ცოლი, რომელსაც საქორწინო კაბა, თავად კოკო შანელმა შეუკერა.. წარმოდგენაც კი არ მინდა, რა სასიშინელი გრძნობაა კერავდე კაბას შენი საყვარელი ადამიანის ქორწილისთვის.. საქორწინო კაბას, რომელსაც შენ არ ჩაიცმევ.. თითქოს სიყვარულის დიდ ისტორიას წერ და იცი, რომ მისი გმირი შენ ვერასოდეს გახდები..
საინტერესო ფაქტია — რატომღაც, სიცარიელე, რომელსაც ველოდებით, რომ მამაკაცებმა შეავსონ, ყოველთვის ჩვენი სიძლიერის მიზეზი ხდება
როგორც ნებისმიერი ის ქალი, ვინც ფსიქოლოგიურ ფონს ინგრევს ტოქსიკური ურთიერთობებით, არც კოკო აძლევდა საკუთარ თავს მოსასვენებელ დროს, იმისთვის, რომ ახალ ურთიერთობებში ძველისგან თავისუფალი გადასულიყო..
თუმცა, ეს გზა ხომ არასდროს ავსებს შინაგან სიცარიელეს და აქრობს პრობლემებს?
კოკო არ წყვეტდა ტოქსიკურ კაცებთან ურთიერთობის გაბმას და შესაბამისად არ წყდებოდა ერთი და იგივე სიუჟეტის კოშმარივით ტრიალი.. იგივე ქცევითი პატერნი.. ყველასთან.. იგივე შედეგებით..
“არტური გარდაიცვალა”.. ამ ამბის გაგების შემდეგ, კოკომ სრული ტრაური გამოაცხადა.. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა შანელის განთქმული ,,Little Black Dress”.. საზოგადოების უკმაყოფილების მიუხედავად, კოკო არ აჩერებდა თავისი მწუხარების გამოხატვას.. ეს, იმ დროს მორალურად მიუღებელ გარემოებად ითვლებოდა, რადგან ისინი ოფიციალურად არასდროს ყოფილან ქორწინებაში..
საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, კოკომ თითქოს დიზაინში იპოვა შვება, თუმცა, ტრავმული გამოცდილებების ფონზე, ის ფსიქოლოგიურად მკაცრ პერსონად ჩამოყალიბდა.. მისი ატელიე გამოირჩეოდა თავშეკავებული, ელეგანტური და სადა სტილით, რაც ზუსტად ასახავდა მის შინაგან სამყაროს და მენტალურ მდგომარეობას..
რა შეემთხვა კოკოს? შეემთხვა ის, რომ მისი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მანიპულაციურ, ტოქსიკურ სიყვარულზე, მას გამუდმებით ერთი და იგივე ქაოტურ წრეზე ატარებდა.. გათავისებული მსხვერპლის როლის განწყობით, იწყებდა და ასრულებდა ყველა ახალ ურთიერთობას ერთნაირად.. წინა გამოცდილებებიდან უცვლელი მსგავსებით..
მანამ სანამ..
თავად არ იქცა კარიერულად შემდგარ, თუმცა მოღალატე ქალად, რომელიც აღარ იჩენდა აღარანაირ ინტერესს არაფრის მიმართ, გარდა თავისი საქმისა და ყველანაირ ურთიერთობებში, სიტუაციებს, თავადვე მანიპულაციური მეთოდებით მართავდა..
იქცა იმად, რასაც თან გაურბოდა, თან ეჯაჭვებოდა, მანამ სანამ წრე თავის გზას არ შეკრავდა..
მარი პიროგოვა 💄