დილა თენდება..
სრული ქაოსი იწყება..
ვდგები, სარკეში ვიხედები.. თმას ნაზად ვისწორებ, შემდეგ კარადას ვაღებ, ტანზე ხალათს ვიცვამ და ნიღაბს ვირგებ.. იმ ნიღაბს, რომელსაც ყალბი ღიმილი ქვია..
ოთახიდან გავდივარ დედა მიღიმის.. მეც ვუღიმი…
მხოლოდ მაშინ მაქვს სახეზე წრფელი ღიმილი..
ერთი დიდი ბედნიერებაა დედას გაღიმებულ სახეს, რომ უყურებ.. ამ დროს სიხარული, ტკივილი ემოციები ერთად მაწვება.. თითქოს ბოლოჯერ ვნახულობ მას, თითქოს ბოლოჯერ მიღიმის და მეც ბოლოჯერ ვუღიმი წრფელი ღიმილით..
დედაჩემი ყველაზე ძლიერი ქალია!
მახსოვს რამდენი ტკივილი გადაიტანა და ისიც მახსოვს, რამდენჯერ მოუწმინდავს ცრემლი..
ხო! დედაჩემი ყველაზე ძლიერი ქალია!
ბავშვობაში ატირებულს რამდენჯერ ჩამკოცნიდა, რამდენჯერ ჩამიკრავდა გულში… არასდროს მინდა დასრულდე დედა, ნურასდროს გაქრება ეგ შენი ღიმილი, ნუ დამიბერდები დედა..
ჩემს ოთახში ვბრუნდები, საწოლზე ვჯდები, ტანსაცმელს ვიცვამ.. ჩემს წინ სარკეა ვიხედები, ვხედავ ნეას, გამხდარ ნეას, რომელსაც ძვლები ისე ეტყობა მის დათვლასაც შეძლებს ადამიანი.. თვალები კი ჩავარდნილი, ჩაშავებული… ჩემს თავს ყურადღება აღარ მივაქციე, რადგან ვატყობ, ცოტაც და შევიშლები… დავნებდი, შევეშვი სარკეში ყურებას.. მე ვერ შევძელი გამესწორებინა თვალი ჩემი სხეულისათვის.. ავდექი აივანზე გავედი უემოციოდ, ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც სიცივეს, ვერც სითბოს… ჩიტების ჭიკჭიკი აღარ ჩამესმოდა ყურში, თითქოს ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და შემდეგ უჩინარდებოდა..
გრძნობები, რომელიც ადრე თავს მაბეზრებდნენ, აღარც ერთი შემომრჩენია.. ჩემს სულში მხოლოდ ტკივილი იგრძნობა და სხვას ვერაფერს განიცდის..
ერთი, ორი, სამი ლოყაზე ჩამომივარდა ცრემლი, ნიკაპს დაეკიდა და გაუჩინარდა..
ოთხი, ხუთი, ექვსი.. ტკივილს ვგრძნობ და ვიჭმუხნები..
გავსწორდი, გავიმართე, ტკივილი ისევ იმატებდა…
შვიდი, რვა და ცხრა ტკივილი იკლებს ნელ–ნელა..
ცრემლი ისევ ჩამოვარდა ლოყაზე, მაგრამ ახლა უკვე შევიმშრალე ლოყები და გავიყინე..
ბევრი მეგობარი დავკარგე და ვხვდები, რომ უფრო და უფრო ვცარიელდები, მაკლდება ის ადამიანები, ვინც მეგონა ჩემგან არასდროს წავიდოდნენ..
ადრე, თუ უამრავი ადამიანი მყავდა გვერდით, ახლა მათი რაოდენობა განახევრდა..
დრომ ადამიანები შეცვალა.. ზოგი გაიზარდა და მიხვდა სად უფრო კარგად იგრძნობდა თავს, ზოგიც უბრალოდ გაუჩინარდა..
მე არ ვნანობ ისინი ჩემგან რომ წავიდნენ…
მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო, მე მათ ყველაფერი მივეცი რაც შემეძლო…
მათ აირჩიეს ჩემგან წასასვლელი გზები და არა მე, მე არასდროს წავსულვარ ადამიანისგან…
მხოლოდ ისინი მიდიან ჩემგან..
ალბად დრო გავა და ისინიც აღარ დამრჩებიან გვერდით ვინც ახლა მყავს..
კი კი.. ეს ასე იქნება… ცხოვრება ხომ ასეთია?! წავლენ ადამიანები შენგან და შემდეგ შენ გტკივა გული.. არა მათ…
ბოლოს შენ რჩები მარტო შენს გრძნობებთან ერთად, მაგრამ ზოგჯერ ასეც ჯობს, ასეც ჯობს, რადგან სწავლობ, რომ ადამიანი არ უნდა მოუშვა შენთან ისე ახლოს, რომ ბოლოს შენ დაგწყდეს გული..
სამყაროში ყველაფერმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, ახლა მათ კი არა, ჩემს თავსაც ბოლომდე ვერ ვენდობი, მეც არ ვიცი ბოლომდე რა მინდა და რა მჭირდება?! სწორედ ამის ძიებაში ვარ ახლა, ჩემს თავში გარკვევა მინდა, მინდა მთლიანად დასრულდეს ეს ჯოჯოხეთი და ვისწავლო ცხოვრება…
კარებს ვხურავ მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან…
ერთი მხარე სხვას ფიქრობს, მეორე კი სხვას.. ერთ მხარეს უნდა, რომ გავძლიერდე, მეორე კი მასუსტებს.. ჩემი სისუსტე კი იმაში ვლინდება, რომ ყოველთვის ვმარცხდები და ვერ ვიბრძვი..
ახლა კი უფრო ვრწმუნდები ძალა აღარ შემომრჩენია და ვეღარც ჩემს თავზე ვმუშაობ..
ვრწმუნდები იმაშიც, რომ უნდა გავძლიერდე, მაგრამ მეორე წამს მაინც ვმარცხდები..
მეორე წამს ისევ ვუბრუნდები ჩემს აზრებს და ყველაფერი უფრო ირევა… უფრო და უფრო უაზრო ხდება ფიქრები, აზრი ეკარგება და ისიც უჩინარდება…
მაგრამ ახლა დანამდვილებით ვიცი, უნდა წამოვდგე, ფრთები გავშალო, ავყვავილდე და ფრენაც კი შევძლო.. ახალი დილა თენდება.. ახალ ძალებს ვიკრებ.. დღეს არ დავმარცხდები..
სიყვარულით,
თათა ქავთარაძე 💌