მე.. კონცეფცია და ურთიერთობები

მე.. კონცეფცია და ურთიერთობები

“მე” – კონცეფცია რწმენის ერთობლიობაა, რომელსაც ადამიანი ფლობს საკუთარი თავის შესახებ და აქ პოულობს პასუხს კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“

„მე-კონცეფცია“ არის  წარმოდგენა ჩვენს თავზე..  მაგალითად,  როგორ ხედავთ თქვენს როლებს ცხოვრებაში?   როგორ გრძნობთ თავს თქვენს ურთიერთობაში სამყაროსთან, თუ მნიშვნელოვან ადამიანებთან.. 
„მე“- ს აქვს ჰობი, ინტერესები.. აცნობიერებს უამრავ ნორმებს და კულტურულ სხვაობებს.. უსასრულოდ მიისწრაფის სურვილების დაკმაყოფილებისაკენ და ირჩევს, როგორ იცხოვროს..

საკუთარი “მე”-ს აღქმა მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოტივებზე, დამოკიდებულებებზე და ქცევებზე.. ის მუდმივად ვითარდება და ხელს უწყობს ინდივიდის პიროვნულ  ჩამოყალიბებას..

„მე-კონცეფციაზე“ გავლენას ახდენს მრავალი ძალა, მათ შორის, თუ, როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ამ საზოგადოებაში, ვისთან, რა სახის ურთიერთობებს გავდივართ..

ხშირად, ახალი ურთიერთობები იმდენად აგვაღფრთოვანებს, რომ ვკარგავთ საკუთარ თავს..
სხვისი ღირებულებები წინა ფრონტს იკავებს და გვავიწყდება საკუთარი თავი..
ვკარგავთ „მე“-ს..
თვითგანვითარების კონტროლს..
მხედველობიდან  ქრება პირადი მიზნები..
და თუ, ეს თვითკონტროლი წყვილთან ურთიერთობაში იკარგება, დროთა განმავლობაში შეიძლება უკმაყოფილება გამოიწვიოს თქვენს შორის და ნეგატიურად იმოქმედოს ურთიერთობაზე.. რადგან აუცილებლად დაიწყებთ პარტნიორის დადანაშაულებას საკუთარი მიზნების და საჭიროებების დაკარგვისათვის..

საკუთარი “მე”-ს საჭიროებებზე კონცენტრირება ეგოცენტრიზმია, თუ თვითგანვითარების შენარჩუნება?

საკუთარ “მე”-ზე ფოკუსირება ნიშნავს, მიიღოთ და გააცნობიეროთ თქვენივე ურთიერთობა საკუთარ თავთან.. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ურთიერთობებში საკუთარ საჭიროებებზე კონცეტრირება და ზრუნვა ეგოისტობაა, და რომ იდენტობის, განმარტოებისთვის დროის შენარჩუნება საზიანოა ურთიერთობისთვის..

თვითგანვითარებისთვის, საკუთარი თავისთვის, დროის დათმობა ზრდის ინდივიდის პოზიტიურ ენერგიას.. გვეხმარება აღმოვაჩინოთ და გავაანალიზოთ უამრავი რამ ჩვენს შესახებ და ამასთან, მეტად შევიყვაროთ ის..

თუმცა, ხშირად იკარგება საკუთარ საჭიროებებზე კონცენტრაციასა და ადამიანებთან ურთიერთობებში – მათი სურვილების, თუ საჭიროებების, გათვალისწინებას შორის ბალანსი.. სკალაზე ისარი, ან საკუთარ ინტერესებზეა ფოკუსირებული, ან პირიქით, მათ ინტერესებზე, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს პრობლემებს ჩვენს ურთიერთობებში..

თუ, ჩვენი „მე-კონცეფცია“ გაანალიზებული და მიღებული გვაქვს, და შესაბამისად შეყვარებულიც, მაშინ ურთიერთობებში აუცილებლად დაბალანსებული მიდგომით ვმოქმედებთ.. რატომ?

  • ხელს უწყობს ემოციების ჯანსაღ რეგულირებას.. ხარ უფრო მეტად მომთმენი, მაღალი თანაგრძნობის და პატიების უნარით, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ..
  • დადებითად მოქმედებს თქვენს თვითშეფასებაზე..  იზრდება კმაყოფილება ურთიერთობაში და უფრო მეტად სრულყოფილი ხდება იგი, არა მათი, არამედ თქვენივე გაცნობიერებული ძალისხმევით..
  • ხელს უწყობს ინდივიდს, იყოს გულწრფელი, ავთენტური და ერთგული, როგორც საკუთარი თავის, ისე მისთვის ღირებული ურთიერთობების მიმართ..

საკუთარ “მე”-ზე ზრუნვა და სიყვარულის პრაქტიკა, მნიშვნეოვანია სულიერი კეთილდღეობისათვის.. ის, რომ შეგვეძლოს გვიყვარდეს საუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ და არ ვკარგავდეთ ჩვენს „მეობას“ კონკრეტული ურთიერთობების შესანარჩუნებლად.. ნიშანია იმისა, რომ მზად ვართ ვიღებდეთ და გვიყვარდეს სხვებიც ისეთები, როგორებიც არიან და არ მოვითხოვთ, არც მათ ცვლილებას.. ეს გარემოება კი თავისთავად ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება..

სანამ საკუთარი “მე – კონცეფციის” აღმოჩენის გზას დაადგები, ჩვენს მიერ RESET: Kit-ის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებულ სავარჯიშოებისა და გზამკვლევების მეშვეობით, გაიხსენე და ჩამოთვალე ის ასპექტები, რომლებიც ყველაზე უკეთ აღწერს შენს თავს.. რა თვისებები გაქვს? რა მოგწონს? რა მისწრაფებები და მიზნები გაქვს?  

ამასთან, კი…… მცირე რჩევები, რომელიც დაგეხმარება  ურთიერთობებში  „საკუთარ მე“ – ზე ფოკუსირების შენარჩუნებაში..

  • მიიღე შენი თავი! – ძლიერი და სუსტი მხარეები ყველას გვაქვს, ამის აღიარებით თავს არაფერს დააკლებ.. პირიქით!
  • არ შეუშინდე შეცდომების დაშვებას! ყველა ვუშვებთ შეცდომას, მთავარია ამ შეცდომების გაანალიზება შეგვეძლოს, რადგან სწორედ ასეთ შეცდომებში ნაპოვნი საკუთარი თავი გვაყალიბებს ძლიერ პიროვნებად!
  • გააცნობიერე რას ელით ურთიერთობისგან!  – დელუზიურ მოლოდინებში ნუ ამოყოფ თავს.. გაარკვიე რა გინდა შენ და რა შეუძლია შემოგთავაზოს პარტნიორმა..
  • გაატარე დრო საკუთარ თავთან! – აუცილებელია შეიქმნა სივრცე დღის რომელიმე პერიოდში, იმისათვის, რომ იზრუნო შენს ფიზიკურ, თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე..
      
  • ფოკუსირდი პიროვნულ ზრდაზე! – პიროვნული ზრდა სრულფასოვანი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია.. ამიტომ, იზრუნე თვიშემეცნებასა და განვითარებაზე!

გისურვებთ დაბალანსებულ ცხოვრებას!

ანუკი მამუკაშვილი 🧚🏻‍♀️