დილა უხასიათოდ დაიწყო..
გაზქურის ალი ავანთე, აქაფებული ყავა დავადგი, დაველოდე შუშხუნს და გულებიან ჭიქაში ჩავისხი..
დუღს, ორთქლი ასდის და არომატსაც აფრქვევს, მაგრამ უხასიათოდ ვარ..
ყავის მოყვარებულებისთვის დილის ყავის რუტინის სიამოვნებას არაფერი შეედრება, თუმცა ახლა ამას ვერ ვირგებთ..
დღეს საქართველო განიცდის.. განიცდის და ტირის..
ახალგაზრდობა ტირის..
შეყვარებულები ვართ..
მე დღეს 5 წლისთავს აღვნიშნავ, მაგრამ ღიმილი სახეზე ძალით გვაკრავს..
ერთმანეთის არსებობა და შეხვედრის მოლოდინი წამიერ სიხარულს გგვრის ამ სტრესულ და სევდიან დღეს..
ჰო, გუშინ არჩევნები იყო..
გამოვიარეთ თავისუფლების მოედანზე ღამის თენება, გაზის ყლაპვა, წიწაკის სპრეით დამწვარი თვალებიდან დაჟინებული ცრემლდენა, სიცივე, წვიმა და მოედნის ჩვენი ფერადი საწვიმრებით გაფერადება..
ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი, მწვანე ფერები შავის წინააღმდეგ..
შავი დიდი მასა, იარაღებით, დასაცავი ფარებით, არ ვიცი და ვერ ვწერ იმ მოწყობილებების სახელებს, რაც სპეცრაზმელებს ხელთეჭირათ, ჩვენს წინააღმდეგ..
ვინ ვიყავით ჩვენ?! – ქართველები, სიფერადის, მრავალფეროვნების, სიყვარულის, ჯანმრთელობის, ღირსეული განათლების, მოგზაურობის, თანამეგობრობის მიღების მსურველები..
ჩვენ უბრალოდ ჩვენი ღირსეული წინაპრების დანატოვარს ვაგრძელებდით, ილიას, აკაკის, ვაჟას ნაბოძებ თავისუფლებისა და ქვეყნის სივყარულს ვიცავდით, ვუფრთხილდებოდით, ვიცავდით ძალისგან, რომელსაც დროებით დაკავებულ სკამზე სამუდამოდ დაჭედება სურდათ..
ვიბრძოლეთ, ძალა დავანახეთ, შევაშინეთ კიდეც, იმდენად, რომ სპეცრაზმით შეგვეწინააღმდეგნენ..
დაუვიწყარი ღამეები და დღეები გავატარეთ იქ, ათასობით ქართველმა, უცნობებმა, რომლებსაც ერთი ძლიერი მიზანი გვამოძრავებდა, ერთმანეთს ვუღიმოდით, ერთად ვმღეროდით, ქართულ ცეკვებს ვცეკვავდით, ჩარკვიანთან ერთად სა ქარ თვე ლოს ვყვიროდით..
გულიდან ვყვიროდით..
უფროს თაობას კი ჰგონია, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, არ ვიცით ძველი ტრადიციები, სიმღერები, თუმცა ყველა ქართულ ძველ სიმღრებს ერთხმად ვასრულდებდით და წრეშეკრულები ხორუმს ვცეკვავდით..
გუშინ წამიერად ვიზეიმეთ ეგზითპოლებით..
გურიიდან თბილისისკენ მომავალ მატარებელში, ტელეფონით პირდაპირ ეთერს შევცქეროდით და გულის გამალებული ცემით ველოდით ჩვენი შრომის შედეგს, ჩვენი სამშობლოს გამარჯვებას..
ველოდით იმას, რაც ჩვენი შვილებისთვის ამაყად გვათქმევინებდა – ჩვენ თქვენთვის ვიბრძოლეთ! მაგრამ არ დასჭირვებია ბევრი დრო, რომ დავდუმდით..
დავსევდიანდით, ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთ, თავი მხარზე დავადე, ყურსასმენი გავიკეთე და კარგა ხანს ხმა აღარ ამოგვიღია, არც ერთს..
უბრალოდ, იმედგაცრუება ვიგრძენით.. ვიგრძენით როგორ გამალებით ცდილობენ ნიჰილიზმი დაამვკიდრონ, გვაფიქრებინონ, რომ აზრი არ აქვს, რომ დიდ ძალას ვეჭიდებით, მაგრამ ჩვენი ძალა უფრო დიდია..
ჩვენ სიყვარული გვამოძრავებს, ქვეყნის სიყვარული.. ახლა უნდა ვიჯდე და ჩემს მორიგ ჩანაწერს გთავაზობდეთ, სადაც ჩემი მორიგი, ზოგისთვის სასაცილო, ზოგისთვის საყვარელი დრამა ჩაიწერებოდა, ან ჩემს სულელურ რჩევებს მოგცემდით, რომელიც ყველამ ისედაც ვიცით.. საუბედუროდ ახლა სხვა რამეზე წერა არ შემიძლია..
ერთი რამ ვიცი, სადაც სიყვარულია იქ გამარჯვებაა..
მე არ დავუშებ ჩემი შვილები, ჩემი სიყვარულის ნაყოფი დაიბადოს იქ, სადაც მას არ მოუსმენენ, არ მიიღებენ, არ დაიცავენ, არ ეყვარებათ, ვერ მიიღებს კარგ განათლებას, ვერ ვუმკურნალებ საჭიროების შემთხვევაში, ვერ მივცემ მშვიდად ცხოვრების საშუალებას და ქვეყნიდან გაქცევის სურვილი გაუჩდნება..
ნუ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით..
სიყვარულით, სიყვარულისთვის..
თამარა ყაზაიშვილი 🌸