მახსოვს მისი მანქანა..
ავტორი: თამარ ყაზაიშვილი ნუთუ ყველა ქცევა უნდა აიხსნებოდეს და უბრალოდ ბედნიერება არ შეგვიძლია?! სად არის მორალის ხაზი? მახსოვს მის მანქანაში ვიჯექი. ფანჯარა ბოლომდე ჩამოწეული მქონდა. ნიავი მიბერავდა და თმებს საშინლად მიწეწავდა. მუსიკა ბოლო ხმაზე იყო ჩართული, არ მახსოვს რომელი.. მანქანა ნელა მიდიოდა, არ უნდოდა სახლში მალე დავეტოვებინე, ისევე, როგორც ჩემს ფიქრებს არ უნდოდათ ჩემი მიტოვება.. მის მანქანაში ვიჯექი, თუმცა იქ არ ვიყავი. ჩემი ნებით გავედი სახლიდან, მეტიც, ჩემი ინიციატივით ვსეირნობდი მასთან ერთად.. დაუსრულებლად ვსაუბრობდით, თითქოს ულევი იყო თემა.. თუმცა ხანდახან ჩამოვარდნილი სიჩუმის წამი, ჩემზე ცუდად მოქმედებდა. შინაგანი ხმა არ მასვენებდა.. მახსოვს, სახლიდან გამოსვლამდე დაუფლებული სიმარტოვის…


