ახალგაზრდა სიყვარული..

ახალგაზრდა სიყვარული..

ბევრი მეუბნება, რომ ლამაზი ვარ..
განსაკუთრებით ჩემი თვალის ფერი მოსწონთ ხოლმე, რაც არც თუ ისე იშვიათია.. ის ხომ უბრალოდ ცისფერია?!

ერთხელ, ჩემს გრძელ კავკასიურ ცხვირზე, მისივე პატარა კეხით, მითხრა, რომ იმდენად მოსწონს მთელ საქართველოს ურჩევნია.. (იმედია, მთელი საქართველოს ცხვირები იგულისხმა და არა სამშობლო…)
ერთხელ კიდე, ჩემზე შეყვარებულ ბიჭს ვერ ვაჯერებდი, რომ სწორი ფეხები არ მქონდა..
ხუმრობა იქით იყოს და იმის თქმას ვცდილობ, რომ, რაც საკუთარ მინუსად ჩამითვლია, ვიტყოდი, რაც ბევრ სხვას, უფრო კარგი და ლამაზი აქვს, ჩემში ის მოსწონებიათ, ზუსტად..
სხვებზე თავის შედარებაც, ალბათ, თინეიჯერულ ასაკში მოვასწარი, ახლა მაგისთვის არ მცალია და საბედნიეროდ, გავიაზრე კიდეც, რომ ფუჭი გონებრივი დატვირთვაა..

ისეთები გვიყვარდება და ვუყვარდებით, როგორებიც ვართ..
ზოგზე ცუდი, ზოგზეც უკეთესი, ამას ხომ სიყვარულისას ვერ აღიქვამ.. პრობელმა ისაა, რომ ვერც რეალურ, საშიშ ე.წ რედ ფლეგებს ამოვიცნობთ ხოლმე ხშირად და მას სიყვარულს არქმევ, რეალურად კი, თვალი რომ გაახილო უკეთეს ადამიანსაც იპოვი და მასთან შეიქმნი იდეალურ ბუშტს, რომელშიც ერთად მოექცევით..

ბევრეჯერ უკითხავთ ჩემთვის – „და თუ ერთი მართლა მიყვარს, მაგრამ სხვების სიკარგის, უკეთესობის აღქმაც არ მიჭირს? და თუ სხვებიც მელამაზებიან, მესიმპათიურებიან, სხვებთანაც კარგი დრო გამიტარებია და ზუსტად ვიაზრებ, რომ უკეთესსაც გავატარებდი? და თუ ერთიც მიყვარს, მაგრამ მეორესთან საუბარი მომინდა?”
ეს ახალგაზრდობის, სიახლეების გაგების, ინტერესებისა და მისწრაფებების გამრავალფეროვნების, ასაკის მატებისა და მასთან ერთად მოსული ცვლილებების ბრალია და ნორმალურია, უბრალოდ დრო სჭირდება რომ გაიგო, რეალურად ვინ გინდა, როდის და რატომ..

“არ მიყვარს?  მიყვარს, მაგრამ სხვებთან ფლირტით ვსაზრდოობ, ანუ ვღალატობო?! იქნებ სხვა იმიტომ მაინტერესებს, რომ ჩემი – აღარ?!“ მე ამაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ახლა რაც თავში მომდის, მგონი ყველაფრის წერას ვიწყებ… 

დასკვნა ჩემს მკითხველზე იყოს…  

ახლა რომ ვიხსენებ, პირველად 15 წლის ასაკში შემიყვარდა.. მას შემდეგ 7 წელი გავიდა, მეტი გამოცდილება მივიღე, გავიზარდე პიროვნულად და დიდ ხანს ვთვლიდი, რომ მიყვარდა.. მერეც, დიდობაში.. ახლა ვიცი, რომ კიარ მიყვარდა, არამედ დამოკიდებული ვიყავი.. პატარა გოგოს მისი ყურადღება მომწონდა, მსიამოვნებდა ფაქტი, რომ ბავშვად კიარა, გოგოდ აღმიქვამდა..

ამ ყველაფრის დაკარგვის უფრო მეშინოდა მაშინ, ალბათ, ვიდრე თავად ადამიანის.. ამ ასაკში ხომ მცირედი ადამიანური ლტოლვაც სიყვარული გგვონია?! თუმცა ახლა ამ ადამიანის გარეშე ვცხოვრობ, ბედნიერი ვარ და მეტიც, სხვის მიმართ სიყვარულსაც განვიცდი..

სიტყვა გადაყვარება არ მიყვარს, უბრალოდ არ არსებობს, ასე მგონია..
ამ აზრზე რომ შევჯედრი, მერე დავარქვი ჩემს თინეიჯერულ გატაცებას გატაცება და არა – სიყვარული.. მასთან ურთიერთობის გაწყვეტით მეგონა, რომ ცხოვრება დამთავრდა.. აღარავინ მომეწონებოდა, შეყვარებაზე საუბარი ზედმეტია.. აღარავის ინტერესი მქონდა.. თუმცა ყველაფერი თავისით მოვიდა, მაშინ, როცა „არ მინდოდა და არ ვეძებდი“..
იმ ტკივილმაც, რაც თინეიჯერ, პატარა თამარს აწუხებდა, გაიარა, თავისით და ყველაფრის დასაწყისი ზუსტად მაშინ შეიგრძნო..  

როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრს მოსწონხარ, ბევრ ახალ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა გაქვს, ახალ ადგილებს სტუმრობ, ინტერესიც ფართოვდება.. სურივლები, მისწრფაბები, პრიორიტეტები და სტანდარტებიც იცვლება, ვითარდება და იზრდება.. 

როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრი რამ არასწორად გგონია, სწორისა და არასწორის გარჩევა კი, პროცესია და დრო სჭირდება; ბევრი შეცდომის დაშვება, რომ გამოსავალი, უკეთესი გზა თავად იპოვო.. ასე გროვდება გამოცდილებაც და ასე ვიზრდებით პიროვნულადაც.. საშინელება იცით რა არის, გზად რამდენჯერ გვეტკინება, რამდენს დავკარგავთ.. ახლის პოვნა ძველის დაკარგვის გარეშე წარმოუდგენელია, ანუ სიხარული სევდას მოსდევს, გამარჯვება მარცხს, და გამართლება – სასოწარკვეთილებას! 

როცა ახალგაზრდა ხარ, გამოუცდელი, ხან ბედნიერება მარიალიანი გგონია და შაქრიანია, ხან სიხარული მომჟაოდ მიგაჩნია, მაგრამ ცხარეა.. საქმე ისაა, რომ საკუთარი თავის განსჯა არასწორია, მაშინ, როცა იზრდები.. ახლა იგებ, ახლა სწავლობ და ხარ პროცესში.. ახალგაზრდობა ყველა შეცდომის გამართლებად არასდროს წარმომიჩენია, თუმცა საკუთარი თავის განსჯა სამყაროს შეცნობის სურვილის გამო, თვალსაწიერის გაფართოების გამო, არასწორია.. არამგონია გვიღირდეს საკუთარ თავთან ჩხუბი, დავა იმის გამო, რომ თვალებმა სილამაზე აღიქვეს და გონებაც დაგეთანხმა.. ამის გამო, პირველ რიგში არც საკუთარ თავს უნდა დაუდგათ ეჭვიანობის სცენები, თუ როგორ იკადრა ეს და ნურც პარტნიორს გაუკეთებთ ამას..

ზუსტად ვიცი, სადაქალოში საუბრისას, როცა პარტნიორზე მოყოლას იწყებთ, ერთი დაქალი მაინც იკითხავს – „ეგ რომელმა?“ „ეს რომელია“? მარტივად, ერთი და იმავე დროს რამდენიმე ინდივიდი, ალბათ, ძალიან ბევრს მოსწონებია, ან ბევრი თაყვანისმცემელი ერთად გამოგჩენიათ და თქვენც გაუკრვევლობაში ხართ.. თუმცა მაინც გამართლებას ვეძებთ და ამად, არჩევის პროცესი დაგვისახელებია, ასაკი, რომ ახალგაზრდები ვართ.. ვამტკიცებთ, რომ ჯერ გავიცნოთ უნდა, გამოცდილება მივიღოთ, რათა შევძლოთ ნამდივილის ცნობა, ნამდვილი სიყვარულის ცნობა.. ეს სულაც არ იქნება ბოზობა, როგორც ჩვენმა წინა და კიდევ უფრო წინა თაობებმა ჩაგვინერგეს.. 

მთავარი ბალანსია..
სილამაზის აღქმას, ურთიერთობებს, საუბარს, ცეკვას, გასეირნებასა და მორალურ ღალატს შორის დიდი განსხვავებაა, ერთ დღეს ღალატზე უფრო ფართოდ დავწერ.. მაინც ყველაფერი პირად ურთიერთობასა და ამ ურთიერთობის სტატუსზეა დამოკიდებული…

სიყვარულით, სიყვარულისთვის 

თამარ ყაზაიშვილი 🌸