ავტორი: ნინო ირემაშვილი
სადღაც მომისმენია ფრაზა “ყველაფერს ერთად ვერ მიიღებს ადამიანიო”…
თუმცა ადამიანების უმეტესობას, სწორედ რომ ყველაფერი ერთად გვინდა, ეს სურვილი კი, ხანდახან, თუ ღრმად დავფიქრდებით, ლოგიკურად ჩვენივე თავს ეწინააღმდეგება ხოლმე..
ადამიანებს ბევრი სიყვარულის ისტორია აქვთ, ბევრი ადამიანი განიცდის სიყვარულს.. მათ სხვადასხვა ისტორიები, თავგადასავლები და ამაღლებული გრძნობები აქვთ, თუმცა ცხოვრება მხოლოდ ეს როდია?!
თუ დავსვავთ კითხვას რას ეძებ? სიყვარულს თუ ცხოვრებას? რა იქნება შენი პასუხი?
მართალია ჩვენ ადამიანებს გვინდა, რომ სიყვარულის ამბავი, ცხოვრების ისტორიაც იყოს, თუმცა ეს სრულიად განსხვავებული ცნებებია, და ხანდახან, უმეტეს შემთხვევაშიც კი, სიყვარულის ისტორია სრულად განსხვავდება ცხოვრების ისტორიისგან..
ეს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რამაა.
სიყვარული ძირითადათ გრძნობებთან, ემოციებთან, რომანტიკასთან ასოცირდება..
სიყვარული, რაღაც ამაღელვებელ განცდასთან, მუცელში პეპლებთან და წამიერ სიგიჟეებთან არის დაკავშირდებული.. რაც ლამაზ ემოციას და მოგონებას ქმნის..
რომ დავფიქრდეთ, ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერთხელ უყვარდეს.. ან ბევრჯერ..
მეგზურს ირჩევდეს, რომელიც ისე ეყვარებოდა, როგორც არასდროს არავინ, ან პირიქით.. საერთოდაც არ უყვარდეს..
თუ გარშემო მიმოვიხედავთ, ან თუ რაღაცეებს გავაანალიზებთ, შესაძლოა ეს მართალიც იყოს..
თუმცა, ცხოვრების მეგზური მოიცავს რაღაც უფრო მეტს, დაუგეგმავ ასპექტებს, ისეთ გამოცდილებას, რომელსაც არ ველით, უფრო ღრმა ხარისხს მოითხოვს ვიდრე სიყვარულის სტერეოტიპული განსაზღვრებაა..
ცხოვრება ღირებულებებთან, ერთგულებასა და იმ გამოწვევებთან ასოცირდება, რომელსაც ადამიანები ერთად გადიან.. ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ და გვერდიგვერდ მდგომებმა გამოიაროთ სიძნელეები, გამოწვევები და ტკივილი..
როგორც ცხოვრების პარტნიორს მეტი პასუხისმგებლობა და გამძლეობის უნარი გაკისრია!
ცხოვრება ბევრად მეტს მოითხოვს, ვიდრე მუცელში პეპლებია!
ცხოვრება რთულია, ბევრი საჭიროება, მოთხოვნილება და დაბრკოლებაა!
ამ დაბრკოლებების გადალახვა კი სულაც არ არის მარტივი.. ამისთვის ისეთი ადამიანია გვერდით საჭირო, ვისაც ესმის და ვისიც გესმის.. ვინც გეიმედება.. შენი ადამიანი..
ცხოვრების მეგზური ბევრად მეტია ვიდრე სიყვარული..
რათქმაუნდა კარგია, როდესაც ეს ორივე ასპექტი ერთად არის და სიყვარულის დასაწყისის ისტორია – ცხოვრების სიყვარულის ისტორიად იქცევა, თუმცა ეს საკმაოდ იშვიათია.. ამას ბედიც სჭირდება..
განა შეუძლებელია?! არა.. უბრალოდ, ორმხრივად უდიდეს, გაცნობიერებულ და ეგოდაცლილ ძალისხმევას საჭიროებს.. რაც, ძირითად შემთხვევაში, ამაღელვებელი მომენტების, სპონტანური სიგიჟეების და ვნების კლებასთან ერთად, სიყვარულის პარალელურად, სადღაც, რაღაც მნიშვნელოვანთან ერთად იკარგება..
ცხოვრება ბევრად მეტს მოითხოვს ადამიანებისგან, ვიდრე პეპლებიანი სიყვარულია..
ცხოვრების პარტნიორი კი, ბევრად მაღლა დგას, აღმატებულ ხარისხში, რადგან შეიძლება მრავალთა შორის მრავალი გიყვარდეს, მაგრამ ცხოვრების მეგზური ერთადერთია.. საიმედო, მყარი და ძლიერი, რომელიც შენც მაღლა გწევს, გაძლიერებს და ყოველდღე გიძლიერებს იმ გრძნობას რაც თქვენს შორის დაბადეთ!
რომელსაც შეგიძლია გაუზიარო შენი ათასნაირი ფიქრი, ტკივილი და სიხარული..
რომელიც რთულ მომენტებში, დაუძლეველი დაბრკოლებების დროს, ცხოვრებისგან გადაღლის და გადაწვის დროსაც მოვა და ხელს ჩაგკიდებს..
რომელიც შენთან ერთად გადაივლის ყველაფერს და რომელთან ერთადაც გადაივლი ყველაფერს..
მაშინაც კი , როდესაც ორივე დაიღლებით უბრალოდ იცით, რომ ერთმანეთი გყავთ!
იცით რომ ეს ის გზაა, რაც ერთად უნდა გაიაროთ ყველაფრის მიუხედავად..
დარწმუნებული ხართ, რომ რაც არ უნდა იყოს ხელს ჩაჰკიდებთ ერთმანეთს და შეუძლებელსაც შეძლებთ!
ეს იმაზე მეტია ვიდრე, იმაზე ხანგრძლივია ვიდრე, იმაზე მყარია ვიდრე რაიმე სხვა ხელშესახები.. დანახული ან დაუნახავი..
სიყვარულით,
ნინო🌸